სასარგებლო რჩევები

გინდათ გქონდეთ კარგი მეხსიერება?

კარგი მეხსიერებამეხსიერება თურმე იტევს დაახლოებით 10 გიგაბაიტ ინფორმაციას. ასეთი ინფორმაციით შეიძლება დაიტვირთოს ძალიან ძლიერი კომპიუტერი.

ამ სიმდიდრიდან ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ მეათედს, დანარჩენი ინფორმაცია კი ჩვენი ტვინის ხვეულებში ილექება ე.წ. მეხსიერებაში, რომელიც სპეციალისტების აზრით, სამი სახისაა: ოპერატიული, ხანმოკლე და ხანგრძლივი.

პირველი ორი წარმოიქმნება თავის ტვინის ნერვულ უჯრედებს შორის კავშირის წყალობით, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერების წარმოქმნაში მონაწილეობს ცილები და ნუკლეინის მჟავები.

მოხუცებულობაში მეხსიერება ქვეითდება , რადგან თავის ტვინის ქერქის უჯრედები კვდება და ირღვევა მათ შორის კავშირი.

ზოგჯერ მეხსიერების მკვეთრი დაქვეითების მიზეზი ხდება ალცჰაიმერის ან სისხლძარღვების დაავადებები: ათეროსკლეროზი, სისხლძარღვების ტონუსის დარღვევა და ა.შ.

ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად საჭიროა ამაზე ახალგაზრდობიდანვე ვიზრუნოთ:

სისტემატურად უნდა გავაკონტროლოთ საკვებში ქოლესტერინის დონე, უპირატესობა მივანიჭოთ მცენარეულ პროდუქტებს, წითელ ღვინოს, ვიმოძრაოთ ბევრი და რაც მთავარია თავი დავანებოთ მოწევას. სისტემატურად გავიზომოთ არტერიული წნევა და წელიწადში ორჯერ შევამოწმოთ ქოლესტერინის დონე.

თუ რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შეამჩნიეთ მიმართეთ ექიმს. საწყის სტადიაში მკურნალობა ადვილია. მოიმარაგეთ ორგანიზმი კალციუმით, მაგნიუმითა და თუთიით რაც მთავარია, ავარჯიშეთ მეხსიერება: ამოსხენით კროსვორდები, ისწავლეთ ლექსები ზეპირად და დაითვალეთ კალკულატორის გარეშე.