გამაჯანსაღებელი ცენტრები, კლინიკები

გამაჯანსაღებელი Fish Spa ცენტრი

მისამართი: საქართველო, თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ # 6
ტელ: (+99522) 214 -80 -90
მობ: (+995) 599 267 367
ელ-ფოსტა: fishspacentertbilisi@gmail.com
Facebook: fb.com/fishspa.tbilisi

გამაჯანსაღებელი Fish Spa ცენტრი ახლა უკვე თბილისშია…

წარმოიდგინეთ შუშხუნა შამპანურით სავსე აბაზანა, სასიამოვნო, ჟრუანტელის მომგვრელი მასაჟი, პაწაწინა ბუშტუკების შეხება კანზე… “ექიმი თევზები” იწყებენ ჯადოქრობას, არავითარი უსიამოვნო შეგრძნება, მხოლოდ საოცარი სიმსუბუქე.

Fish spa განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ევროპისა და აზიის ბევრ ქვეყანაში, აშშ-ში, იაპონიაში და ახლა უკვე ხელმისაწვდომია თბილისშიც, რომელიც პირველი ასეთი ცენტრია ამიერკავკასიაში.

„ექიმი თევზების“ მეცნიერული სახელია „გარა რუფა“, რომელსაც ხალხში აზიურ თევზებსაც უწოდებენ. “გარა რუფა” უნიკალური თვისების მატარებელი თევზია. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ თევზს არ აქვს კბილები. იგი მძლავრი ტუჩების საშუალებით ასუფთავებს კანის ზედაპირულ ფენას მკვდარი და დაზიანებული უჯრედებისგან. ის, რომ თევზი ამ უნიკალური თვისების მატარებელია, პირველად აღმოაჩინეს ქალაქ სივასისთან, თურქეთში, კანგალის პროვინციაში, ზღვის დონიდან 1600 მ-ის სიმაღლეზე, სადაც თერმული წყაროებია. „გარა რუფა“ აგრეთვე ბინადრობს მდინარეების ევფრატისა და ტიგროსის აუზებში, ჩრდილოეთ სირიაში, ერაყში…

Fish spa პროცედურების თანმხლები წყალქვეშა მასაჟი იდეალურად ხსნის:

  • სტრესსა და დაღლილობას;
  • აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას;
  • აწყნარებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას;
  • უბრუნებს კანს ელასტიურობასა და ჯანსაღ იერს;
  • ეხმარება დერმატოლოგიური პრობლემების მქონე პირებს.

“ექიმი თევზები” გამოიყენება როგორც ესთეტიკური ეფექტისთვის, ისე ფსორიაზის, დისჰიდროზის, ნეიროდერმიტის სამკურნალოდ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის…ამ პროცედურების მთელი საიდუმლო იმაშია, რომ თევზი „მუშაობის“ პროცესში გამოყოფს ფერმენტს, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, აგრეთვე ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას.
რაც მთავარია, Fish spa პროცედურებს უკუჩვენება არ აქვს. მომხმარებლისთვის არ არის შეზღუდული პროცედურის ხანგრძლივობა და რაოდენობა. თუმცა, რაც უფრო დიდხანს გრძელდება იგი, მით უფრო სასიამოვნო და სასარგებლოა.

ჩვენს უნიკალურ სპას აქვს მძლავრი სტერილიზაციის სისტემა, რაც უზრუნველყოფს პროცედურის ჩატარებას ჰიგიენის ყველა ნორმის დაცვით. ყველა აუზი ინდივიდუალურია.
ჩვენი ექსპერტი თევზები:

  • ნაზად და ფაქიზად მოაშორებენ კანს მკვდარ და დაზიანებულ უბნებს,
  • მოგიხსნიან ნერვულ სტრესს და დაღლილობას.

თქვენ მხოლოდ მოეშვით და ისიამოვნეთ…

ეს პროცედურა ღიმილს მოგგვრით სახეზე; როგორც კი მიეჩვევით თევზების ფაქიზი შეხებისგან გამოწვეულ უჩვეულო შეგრძნებას უდიდეს სიამოვნებას შეიგრძნობთ და თქვენი კანი უფრო ნაზი და ფაქიზი გახდება.

გარდა ამისა ჩვენთან სტუმრობისას თქვენ მოხვდებით სასიამოვნო გარემოში, სადაც ყველაფერია რელაქსისა და დასვენებისათვის:

  • წყნარი მუსიკა;
  • სხვადასხვა სახის სასმელები;
  • ინტერნეტში მუშაობის საშუალება;
  • საუკეთესო მომსახურება.

ჩვენთან სპა პროცედურის ღირებულებაა საწყისი 30 წუთი – 20 ლარი, ყოველ შემდეგ
15 დამატებით წუთზე — პლუს 5 ლარი. ამავე საფასურში შედის პროცედურის მიმდინარეობისას სხვადასხვა სახის სასმელები და სპა პროცედურის შემდგომ ფეხის მსუბუქი სასიამოვნო მასაჟი. ამასთანავე დროში არ ხართ შეზღუდული და პროცედურის ხანგრძლივობა მთლიანად თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.
ეგზოტიკური, სასიამოვნო და სასარგებლო სპა პროცედურებისათვის გვეწვიეთ ფალიაშვილის ქუჩა 6–ში.