ფრჩხილების დაავადებები

ქალის ხელები ყოველთვის ჩანს. ბევრი მამაკაცი თვლის, რომ ქალის მოფარფატე ხელები გრძელი ფრჩხილებით, ხანდახან ვიაგრაზე უკეთესად მოქმედებს. ამიტომ, ხელებს სწორად უნდა მოუაროთ. ყველა დაავადება, რომელიც შესაძლოა დაატყდეს თქვენს ფრხილებს, ეს არის სოკოვანი და არასოკოვანი.
სოკოვანი დაავადებები
ფრჩხილის სოკოვან დაავადებას ონიხომიკოზი ჰქვია. უფრო ხშირად იგი ემართებათ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს. სოკო აზიანებს ხელისა და ფეხის თითებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი გადადის კანზე და თმაზე. ადამიანთა უმრავლესობა თვლის, რომ სოკო არ იკურნება, თუმცა ეს ასე არ არის. საჭიროა მხოლოდ ამის ცოდნა და უმნიშვნელო სიმპტომების დროსაც კი ექიმთან ვიზიტი.
სიმპტომები: იცვლება ფრჩხილის ფერი, იგი შეიძლება გახდეს შავი, თეთრი, ნაცრისფერი, მწვანე ან ყავისფერი. ფრჩხილის ფირფიტა სქელდება, იფხვნება და ხდება აშრევება.
მიზეზები: ინფიცირება სხვადასხვა გზით ხდება. შესაძლოა, თქვენ დაავადებული ადამიანის ფეხსაცმელი ჩაიცვით, ან იმყოფებოდით საერთო აბანოში მასთან ერთად, საუნაში, ბასეინზე. სოკო შეიძლება აღმოცენდეს მოჭერილი ფეხსაცმლის ტარებისას ან მუდმივად ნესტიანი ფეხების დროს. 
შესაძლოა თქვენ ვერც კი შეამჩნიოთ სოკო დასაწყის სტადიაზე, მაგრამ აღმოჩენისთავე უმჯობესია მიაკითხოთ ექიმს. ნუ დაწყებთ თვითმკურნალობას, რადგან იგი შეიძლება ვერაფერში დაგეხმაროთ, შედეგად კი ამ დროის მანძილზე ბევრ უდანაშაულო ადამიანს გადასდებთ დაავადებას.
არასოკოვანი დაავადება
ეს დაავადებები ემუქრება ადამიანებს, რომლებიც ეწევიან, არასწორად იკვებებიან, აწუხებთ გულ-სისხლძარღვთა დაავადება, ახლახანს გადაიტანეს ინფექციური დაავადება. არასოკოვანი დაავადების სოკოვანისაგან გარჩევა ძალიან რთულია, ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
სიმპტომები:
გაყვითლებული ფრჩხილები. ეს არის მოწევის შედეგი, ასაკობრივი ცვლილებები, სუსტი სისხლის მოძრაობა. ან შესაძლოა მიღებული პრეპარატები.
ნაღარი ფრჩხილზე. ამის მიზეზია ანემია, რაც თავის მხრივ დაბალი ჰემოგლობინის ბრალია. შესაძლოა ყურადღებას არ აქცევთ ბალანსირებულ კვებას. ასევე: ფრჩხილის ტრავმისას და არასწორი მანიკურისაგან.
ფრჩხილის აშრევება. გამომწვევი მიზეზებია: ალერგია სარეცხ საშუალებებზე, დაუბალანსებელი კვება, ცუდი მემკვიდრეობა, ფრჩხილის ტრავმა.
ნუნების აქერცვლა. გამომწვევი მიზეზები: ფრჩხილების კვნეტის ჩვევა და კუტიკულის ტრავმა.
ფრჩხილების დაავადების პროფილაქტიკა
პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ ხელების ჰიგიენას, განსაკუთრებით, თუ საზოგადოებრივ ადგილებში ხშირად ყოფნა გიწევთ. სახლიდან გამოსვლამდე დაიმუშავეთ ხელ-ფეხი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით. არასოდეს ჩაიცვათ სხვისი ფეხსაცმელი. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ფეხსაცმელი კომფორტული იყოს. მიეჩვიეთ სწორ კვებას. აკონტროლეთ ჰემოგლობინი და იმუნიტეტი, მანიკური და პედიკური გაიკეთეთ კვალიფიციურ სპეციალისტთან, დაიმახსოვრეთ, რომ მან არ უნდა დააზიანოს კუტიკულა და ფრჩხილის გარშემო არე.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal