ლაბორატორია  “დნმ-დიაგნოსტიკა”

მისამართი:
საქართველო,თბილისი
ა.ყაზბეგის გამზ. 14 ბ.
ტელ: 218 37 84 ; 
მობ:599 556 197
ელ-ფოსტა: dna_diagnostics@hotmail.com 

ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების გამომწვევების დადგენა
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (პჯრ,PCR)
ლაბორატორიაში ტარდება ბაქტერიებისა და ვირუსების დნმ-ის ან რნმ-ის თვისობრივი განსაზღვრა გენური ინჟინერიით შექმნილი მაღალტექნოლოგიური პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის პირდაპირი PCR-ის მეთოდით და IFA იმუნოფერმენტული კვლევები.მაღალკვალიფიციური სერტიფიცირებული სპეციალისტები უზრუნველყოფენ გამოკვლევების ჩატარებას პროფესიონალურ დონეზე ცნობილი ფირმების მიერ წარმოებული რეაქტივების გამოყენებით.
პჯრ მეთოდის უპირატესობანი:
  • აქვს უნიკალური სპეციფიურობა (99-100%) და მგრძნობელობა (98-100%);
  • კვლევის პირდაპირი მეთოდია (იკვლევს გამომწვევი ფაქტორის ანტიგენს);
  • გააჩნია იმ ინფექციური აგენტების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რაც   სხვა მეთოდებით ვერ ხერხდება;
  • შესაძლებელია სერონეგატიური პაციენტების გამოკვლევა ინფექციური პროცესის ადრეულ სტადიებზე,როდესაც მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია;
  • მოხსნილია ჯვარედინადმორეაგირე ანტიგენებთან დაკავშირებული პრობლემები (ცრუდადებითი პასუხის მიზეზი);
  • გამოსაკვლევად გამოიყენება ნებისმიერი, თუნდაც მცირე, ბიოლოგიური მასალა, რომლის შერჩევა ხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაავადების სპეციფიურობის და ინფექციის ლოკალიზაციის გათვალისწინებით.
ლაბორატორიაში პჯრ-ის მეთოდით ტარდება:
სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დიაგნოსტიკა:
  • ორივე სქესის პაციენტებისათვის  ქორწინებამდე;
  • ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის (თვითნებური აბორტი) და ნაყოფის სიმახინჯეების გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკა;
  • საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების გამომწვევი ყველა მაღალი ონკოგენური რისკის პაპილომავირუსის დიაგნოსტიკა;
  • B ,D  და C ჰეპეტიტების დიაგნოსტიკა;
  • C  ჰეპატიტის გენოტიპირება.
დაინტერესებულ პირთათვის ლაბორატორია  უზრუნველყოფს :
განსაკუთრებული  კვლევების ჩატარებას:
  • მემკვიდრული დაავადებების დიაგნოსტიკა;
  • ონკოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, გინეკოლოგიური, ენდოკრინული,  საჭმლის მომნელებელი და სხვა დაავადებების მიმართ მიდრეკილების დადგენა;
  • სამკურნალო პრეპარატების დოზების ინდივიდუალური შერჩევა;
  • გენომური დაქტილოსკოპია (სადავო მამობის დადგენა);
  • კანის დაბერების სისწრაფის  და მისი რეგენერაციის გენეტიკური თავისებურებები შესაბამისი რეკომენდაციებით;
  • სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის მიმართ გენეტიკური მიდრეკილების დადგენა;
  • ნუტრიოგენომიკა (“გენეტიკური დიეტა”);
  • სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ გენეტიკური მიდრეკილების დადგენა და შესაბამისი ინდივიდუალური სავარჯიშო პროგრამების შეჩევა;
  • ჯანმრთელობის სრული გენეტიკური პასპორტი
სადავო მამობის დადგენა
გენური ინჟინერიის განვითარება დაიწყო მე-XX საუკუნის 60-იან წლებში. აღმოჩნდა,  რომ ადამიანები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ე.წ. მინისატელიტური დნმ-ის  მოლეკულის  აღნაგობით. თითოეულ ადამიანს, თითების ანაბეჭდის მსგავსად, მხოლოდ მისთვის მახასიათებელი დნმ-ის “ანაბეჭდი” გააჩნია. 
ყველა ორგანიზმს   მშობლისგან მიღებული აქვს გენეტიკური ინფორმაცია, ჩაწერილი თვალით უხილავ, მაგრამ ერთ დიდ მოლეკულაში, რომელსაც დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა-დნმ ეწოდება და გადაეცემა მშობლისეული უჯრედიდან შვილეულ უჯრედს.
ცნობილია, რომ ცოცხალი ორგანიზმი ვითარდება განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან, ამიტომ იღებს შვილი  გენეტიკურ ინფორმაციას ნახევარს დედისაგან  და ნახევარს მამისაგან, რაც განაპირობებს მსგავსებას შვილებსა და მშობლებს შორის. ყველა ადამიანის გენომი განსხვავებულია, გარდა ერთი კვერცხუჯრედიდან განაყოფიერებული ტყუპებისა.
დღეისათვის სადავო მამობის დიაგნოსტირება ხორციელდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით(PCR). ამ მეთოდს გენომურ დაქტილოსკოპიას ან დნმ-ტესტს უწოდებენ. ადრინდელი მეთოდები მამობის ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლეოდა. დღეისათვის დნმ-ტესტი ერთმნიშვნელოვნად იძლევა პასუხს. სადავო მამობის დასადგენად ხდება შვილისა და სავარაუდო მამის, ან უკეთეს შემთხვევაში ორივე მშობლის სისხლიდან დნმ-ის გამოყოფა დაშედარება. სისხლის გარდა შესაძლებელია თმის, ნერწყვის, ექსგუმაციური მასალის გამოყენება. იმ შემთხვევაში, როდესაც რაიმე მიზეზის გამო ვერ ხერხდება ერთ-ერთი მშობლისაგან ბიოლოგიური მასალის აღება, შესაძლებელია ამ მშობლის ბიოლოგიური მშობლების მასალის გამოყენება.
დნმ-ტესტის გამოყენება კრიმინალისტიკაში
დანაშაულის ადგილზე დატოვებული სისხლის წვეთი, სპერმის კვალი, ნერწყვი, სიგარეტის ნამწვავი, თმის ერთი ბოლქვი საშუალებას იძლევა მოხდეს პიროვნების იდენტიფიცირება. დასაწყისში ხდება დნმ-ის გამოყოფა,შემდეგ მისი გამრავლება და შედარება ეჭვმიტანილის დნმ-ის მოლეკულასთან. ასეთი ტესტირების მეშვეობით ძალიან ბევრი ადამიანი დამსახურებულად დაისაჯა ან გადაურჩა სასჯელს.
შედარებით რთული ამოცანაა Gგვამის ან ჩონჩხის იდენტიფიცირება, რაც  ითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას, რადგან დნმ-ის მოლეკულები დროთა განმავლობაში განიცდიან ცვლილებებს. საერთოდ კი ძვალში დნმ-ი დაახლოებით 100 000 წელი ინახება, თუმცა რაც უფრო ძველია ნიმუში, მით უფრო რთულია ანალიზის ჩატარება.
დნმ-ის ტესტს მხოლოდ იმ შემთხვევაში არ შეუძლია ორი ეჭვმიტანილიდან ერთი დამნაშავის დადგენა, თუკი ეს ეჭვმიტანილი ერთი კვერცხუჯრედიდან განაყოფიერებული ტყუპის ცალია. 
დერმატოგენეტიკა
დერმატოგენეტიკა მეცნიერებაა, რომელიც სწავლობს კანის ინდივიდუალური გენეტიკური თავისებურებების და გარეგანი ფაქტორების ურთირთქმედებას.
25 წლის ასაკიდან უკვე იწყება კანის ბიოლოგიური დაბერება, რაც უკავშირდება, როგორც შინაგან, ისე გარეგან ფაქტორებს. შინაგანი ფაქტორებიდან უმნიშვნელოვანესია მემკვიდრეობა. გარეგანი ფაქრორებიდან კი—ულტრაიისფერი გამოსხივება, არასწორი კვება,  კოსმეტიკურ საშუალებებში შემავალი კომპონენტების ურთიერთქმედება ტოქსინებთან და კანის ინდივიდუალური რეაქცია ამ ფაქტორებზე.
დერმატოგენეტიკა საშუალებას იძლევა არა მარტო  ინდივიდუალურად შეირჩეს სასარგებლო კოსმეტიკური კომპონენტები, არამედ გენური ტესტირებით გამოავლიდეს  ის გენები, რომლებიც დაკავშირებული არიან სიბერესთან ასოცირებულ პათოლოგიებთან და მდგომარეობებთან:
  • ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია, ოსტეოპოროზი, ანთებები, ნეიროდეგენერაციები და სხვა;
  • ინდივიდუალურად ხდება როგორც შესაფერისი საკვების შერჩევა, ისე ფიზიკური ვარჯიშის ფორმების და  ინტენსივობის დადგენა;
  • გენეტიკურად ხდება იმ სამკურნალო პრეპარატების გამოვლენა, რომლებიც ინდივიდუმისათვის რისკთან არიან დაკავშირებული და ხანგრძლივი ფარმაკოთერაპიისათვის მათი ოპტიმალური დოზების შერჩევა
ჯანმრთელობის სრული გენეტიკური პასპორტი
21 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული პროექტი -გენეტიკური პასპორტის, პერსონალური გენეტიკური რუქის შედგენაა.
დნმ-პასპორტი არის პლასტიკური ბარათი, რომელიც შეიცავს ადამიანის დნმ-ის მოლეკულის ნიმუშს, მის ზუსტსა და დეტალურ დახასიათებას. Aპიროვნებისათვის ისაზღვრება იმ დაავადებათა ნუსხა, რომლებიც შესაძლოა ემუქრება მას და მის შთამომავლობას. ამასთანავე ხდება იმ პათოლოგიების დადგენა, რომელთა მიმართ ადამიანს ნაწილობრივი ან სრული მემკვიდრული წინასწარგანწყობა გააჩნია.
საკუთარი ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის მიხედვით ადამიანი, შეძლებისდაგვარად, წინასწარ შეეცდება ცხოვრების  წესის გაუმჯობესებას, პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებას.
თითოეულ ადამიანს ექნება მისი საკუთარი, ექსკლუზიური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც გენომური დაქტილოსკოპიის მეთოდით მიიღება.
ნუტრიოგენომიკა, “გენეტიკური დიეტა”
ნუტრიოგენეტიკა მეცნიერებაა სწორი ინდივიდუალური კვების შესახებ. ნუტრიოგენომიკა კი მეცნიერებაა ამა თუ იმ საკვების ათვისების გენეტიკური შესაძლებლობის შესახებ.
ნუტრიოგენომიკის კლასიკური ნიმუშია რძეში არსებული ლაქტოზის აუტანლობის გენი აზიისა და  აფრიკის  ქვეყნებში. დადგინდა, რომ ანალოგიურად მოქმედებენ გენები ასევე სხვა საკვების -ცხიმების, ნახშირწყლების, ცილების შეთვისებაზე.
თანამედროვე მედიცინას ნოტრიოგენომიკის გამოყენებით შეუძლია:  
  • მემკვიდრული თავისებურებების გათვალისწინებით კვების ზუსტი ინდივიდუალური რაციონის შერჩევა
  • გენეტიკურად განპირობებული ფიზიოლოგიური მონაცემების ნორმის დადგენა (წონა, ინდივიდუალურად შერჩეული საკვები და მისი კალორიულობა), 
  • ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქციის განმაპირობებელი გენების შესწავლა.
ნებისმიერი დიეტა ამცირებს ან კრძალავს ამა თუ იმ საკვებს, რაც შეიძლება ეხებოდეს იმ საკვებ ელემენტებსაც, რომლებიც გენეტიკურად აუცილებელია კონკრეტული ორგანიზმისთვის. ანალიზი ნუტრიოგენომიკაზე გენების ინტერპრეტაციით,   არ არის დიეტა, იგი ინდივიდუალურად შერჩეული რაციონალური კვებაა იმ პროდუკქტებით, რომლებიც ან სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ან პირიქით საშიშია ინდივიდუმისათვის.
ანალიზისათვის საკმარისია ავიღოთ დნმ-ის შემცველი უჯრედები (სისხლი, ნაცხი ლოყის შიდა ზედაპირიდან). ეს ტესტი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ტარდება.
2011 წელს აშშ-ი დაიწყო “გენეტიკური დიეტის” ნამდვილი ბუმი, რამაც უამრავ ადამიანს დაუბრუნა არა მარტო ჯანმრთელობა, არამედ ცხოვრების ხალისიც. ნუტრიოგენომიკა ეხმარება ადამიანს სწორად კვებასა და ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში..
სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ გენეტიკური მიდრეკილების დადგენა და შესაბამისი სავარჯიშო პროგრამებისა  
და რეაბილიტაციის ადექვატური მეთოდების შემუშავება
გენეტიკური ტესტირება იძლევა სპორტის სხვადასხვა სახეობების მიმართ მიდრეკილების და ფიზიკურ დატვირთვაზე (ძალა,ამტანობა, სისწრაფე) ტოლერანტობის პროგნოზირების საშუალებას.
გენეტიკური ტესტირებით შესაძლებელია მომავალი სპორტული წარმატებების პროგნოზირება. დადგენილია, რომ სპორტული წარმატებების მიღწევა ფიზიკურ ვარჯიშზე დამოკიდებულია მხოლოდ 15-25%-ში, როდესაც გენოტიპობრივი ფაქტორი – 75-85%-ს აღწევს. ამით აიხსნება ის გარემოება,  რომ ზოგიერთი დიდი სპორტული იმედების მომცემი ბავშვი, მოზრდილ ასაკში წარმატებას ვერ აღწევს. მოწინავე სპორტულ ქვეყნებში (ჩინეთი, ამერიკა, გერმანია) ,დაახლოებით 10 წელია, ამ პრინციპით წარმოებს ოლიმპიელების შერჩევა.
გენეტიკური ტესტირებით შესაძლებელია მიღებული იქნეს შემდეგი რეკომენდაციები:
  • ვარჯიშის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა (ადგენენ ორ გენოტიპს: 1. ვარჯიშის მიმართ სწრაფი ადაპტაციის უნარით, 2. შენელებული ადაპტაციის უნარით;.
  • ვარჯიშისათვის მიზანშეწონილი დროის მონაკვეთის განსაზღვრა;
  • უნთოვანი მასის მატების ტემპის განსაზღვრა;
  • რომელ სპორტულ სექციაში უნდა ვარჯიშობდეს მომავალი სპორტსმენი და როგორი სავარჯიშო პროგრამით.
გენეტიკური ტესტირება საშუალებას იძლევა წინასწარ განისაზღვროს:
  • ფიზიკური შესაძლებლობის ზღვარი (ძალა, ამტანობა, სისწრაფე);
  • სპორტის ადექვატური სახეობა; 
  • კუნთოვანი მასის მატების სისწრაფე (დაიგეგმოს წინასწარ);
  • ხანგრძლივ ფიზიკურ დატვირთვაზე გულის ადაპტაციის უნარი;
  • უეცარი სიკვდილის ალბათობა;
  • მოტეხილობებისა და დაჭიმვების რისკი;
  • სხეულის მასის ინდექსის (სიმსუქნე) მატების მიმართ მიდრეკილება ვარჯიშის შეწყვეტის პირობებში;
  • კუნთების მოცულობის ზრდისათვის ჩასატარებელი ვარჯიშების დასაშვები ზღვარი;
  • სპორტსმენისათვის ოფიციალურად დაშვებული ანაბოლური სტეროიდების, ბიოდანამატებისა და სხვა რეკომენდირებული პრეპარატების შერჩევა და მათი დოზირება.
სამედიცინო – დიაგნოსტიკური ლაბოატორია „დნმ-დიაგნოსტიკა“-ს  თანამშრომლები:
 
ნანი კირეულიშვილი
სამედიცინო – დიაგნოსტიკური ლაბოატორია „დნმ-დიაგნოსტიკა“
დირექტორი,ექიმი-ლაბორანტი;
მობ., (599) 55 61 97.
 
 
 
 
 
 
თამარ ბოლოთაშვილი
აკადემიური დოქტორი, გორის ინსტიტუტის სრული პროფესორი,
თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის მოწვეული პროფესორი, 
ექიმი-ლაბორანტი,        
მობ. (599) 71 21 71.
 
ლია მინდაძე
მიმღები განყოფილების ექიმი, 
ექიმი-ინფექციონისტი, 
მობ. (593) 53 12 19
 
კონსულტანტები:
 
ნათელა ბასიშვილი
აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის
 ასოცირებული პროფესორი, ექიმი ნეფროლოგი
მობ. (599) 93 42 31
 
მარინე დალაქიშვილი
მედიცინის დოქტორი, აკად. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და 
მეან-გინეკოლოგიის ინსტიტუტის გენეტიკის განყოფილების გამგე. 
მობ. (599) 98 62 11
 
მანანა კბილაშვილი
მეან-გინეკოლოგი, 
მობ. (599) 54 88 86
 
ფოტო გალერეა:
 
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal