რაზე მეტყველებს გამონაყარი, სისხლძარღვები და ჩრდილები თვალქვეშ

ექიმები ირწმუნებიან, რომ ყველა დაავადება ადამიანის სახეზე აისახება. თანაც განგაშის სიგნალი ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი დაავადებისთანავე იჩენს თავს, ჩვენ, უბრალოდ, მათი დროულად წაკითხვა უნდა შევძლოთ.
თვალები
დაქაჩული, მოლაპლაპე – ენდროკრინული აპარატის პრობლემები (ბაზედოვის დაავადება, ჰიპერთირეოზი).
წითელი კაპილარებით – მაღალი არტერიული წნევა, ძლიერი გადაღლა.
შესიებული ზედა ქუთუთოები – თირკმლების უკმარისობა, ადენოიდები, ჰაიმორიტი.
ტომსიკები, მუქი წრეები თვალებქვეშ – შარდმდენი გზების დაავადება (თირკმლების ან საშარდე ბუშტის).
ჩრდილები თვალებქვეშ ინტოქსი­კაციის ნიშანია, რომელიც თან ახლავს ყველა ქრონიკულ დაავადებას.
გაწითლებული ზედა ქუთუთო – კუჭის კატარი (ლორწოვანის ანთება), გასტრიტი.
გამონადენი თვალის კუთხეებში – ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ჩირქიანი გამონადენი – კონიუნქტივიტი.
ყვითელი სკლერა – ღვიძლის უკ­მარისობა.
სახის ფერი
მუდმივად დაბროწილი ლოყები – მშრალი – შაქრინი დიაბეტი.
აღაჟღაჟებული – ფილტვების პრობლემები (ტუბერკულოზი), ჩვეულებრივ, ჩნდება იმ ლოყაზე, რომელ მხარესაც ფილტვია დაზიანებული.
მოყვითალო კანის საფარი – გასტრიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება (კენჭები ნაღვლის ბუშტში).
კუპეროზი (სისხლძარღვოვანი ვარ­სკვლავები ლოყებზე) – ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლების დაავადებები. მკვეთრად გამოხატული კაპილარული ბადე ლოყებზე სისხლძარღვოვან დარღვევებსა და ჰიპერტონიის პირველ სიმპტომებზე მიანიშნებს.
შესიებული სახე – გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, თირკმლების დაავადებები.
გაფითრებული სახის კანი – ანემია (სისხლნაკლებობა).
ტუჩები
მშრალი, დახეთქილი – გასტრი­ტი ან კუჭის წყლული.
მშრალი ტუჩები – ნაწლავთა დისბაქტერიოზი, დაქვეითებული იმუნური სისტემა.
მუდმივად ოდნავ დაღებული პირი – გაჭედილი ცხვირი – ადენოიდები, ჰაიმორიტი.
"ვარსკვლავები" ტუჩების კუთხეებში – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები.
თუ ტუჩის კუთხეები დიდხანს არ ხორცდება – შეიძლება დიაბეტის ნიშანი იყოს.
გაფითრებული ტუჩები – კუჭქვეშა ჯირკვლის დაქვეითებული მუშაობა, გულის პრობლემები, ანემია.
მოლურჯო ტუჩები – გულისა და ფილტვების დაავადებები.
აკნე
გამონაყარი ნიკაპზე – გინეკოლოგიური პრობლემები; შუბლზე – ნაწლავების პრობლემები.
ცხვირი
წითელი, ხორკლიანი, მოლურჯოდ დაძარღვული – პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (ალკოჰოლიზმი, ათეროსკლეროზი, გულ-სისხლძარღვთა სისტ­ე­მის დაავადებები).
თმა
მტვრევადი – ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ავიტამინოზი.
ცხიმიანი – ენდოკრინული პრობლემების, კუჭისა და ნაწლავების პრობლემებზე მიანიშნებს.

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal