კანის  პიგმენტაციის  ანომალიები

კანის შეფერილობის შეცვლა  შეიძლება გამოიწვიოს  სხვადასხვა  მიზეზმა -პიგმენტ  მელანინის გაძლიერებულმა  გამომუშავებამ, ჰემოსიდერინის დაგროვებამ, პიგმენტის შემცველობის https://lh5.googleusercontent.com/-hROGkes9czU/T1i_8kAOvJI/AAAAAAAACmQ/QuEucG4lG0o/s500/1309008594_freckles_0.jpgშემცირებამ  ან  არარსებობამ.
პ ი გ მ ე ნ ტ უ რ ი   ლ ა ქ ე ბ ი  (ჰიპერპიგმენტაცია) შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა გარეგანი ფაქტორით (მაგალითად, მზის სხივებით, დამწვრობით, მოყინვით), ნივთიერებათა ცვლის მოშლით,ქრონიკული ინფექციით. ლაქები შეიძლება იყოს ფართოდ გავრცელებული (მაგალითად ადისონის დაავადების შემთხვევაში) ან რეგიონული (ადგილობრივი), რაც მზის სხივების მოქმედების  შედეგია.
ქ ლ ო ა ზ მ ა   პიგმენტაციის მოშლის ერთ-ერთი სახეობაა. ეს არასწორი მოყვანილობის მოყვითალო-მოყავისფრო ლაქებია,რომლებიც ჩვეულებრივად არიან განლაგებულნი შუბლის, ცხვირის, კისრის, ლოყების კანზე. ქლოაზმის გაჩენა შეიძლება დაკავშირებული იყოს ორსულობასთან, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის მოშლასთან, ღვიძლისა და კუჭ-ნაწლავის დაავადებებთან და სხვ. ორსულობის დროს წარმოქმნილი ქლოაზმა ჩვეულებრივ მშობიარობის  შემდეგ  გაივლის  მკურნალობის გარეშე.
ჭ ო რ ფ ლ ი   სხვადასხვა ელფერის მოყვითალო-მოყავისფრო  მცირე პიგმენტური ლაქებია. ჩვეულებრივ ისინი განლაგებულია სახეზე, ხელის მტევნის ზურგით ზედაპირზე, უფრო იშვიათად  ზურგზე, მკერდზე. ზოგჯერ, განსაკუთრებით კი გაზაფხულ-ზაფხულში, ჭორფლი ძალიან მატულობს, ზამთარში კი ნაკლებ შესამჩნევია. ჭორფლის მოსაცილებლად რადიკალური საშუალება არ არსებობს. დიდი მნიშვნელობა აქვს პროფილაქტიკას  თბილი დღეების დადგომისთანავე (თებერვლიდან) ქუჩაში გასვლის წინ საჭიროა სახეზე დამცველი კრემის წასმა და  ექიმ-დერმატოლოგის  მიერ რეკომენდებული  სპეციალური პუდრის ოდნავ  მოფრქვევა. ჭორფლის  მოცილება  შეიძლება  სპეციალლურ კოსმეტიკურ კაბინეტებში. შინაურ პირობებში ჭორფლის გასაუფერულებლად შეიძლება კანის დაზელა ლიმონით, მაწვნით, ახალი კიტრის წვენით, წყალბადის ზეჟანგის 3% ხსნარით.
საკვებში A ვიტამინის უკმარისობოსას ზოგს იდაყვებზე შეიძლება განუვითარდეს მოყვითალო-მოყავისფრო ლაქები, რომელთა ზედაპირი მშრალია და იქერცლება. კანის შეფერილობის შეცვლა მოსალოდნელია  ფენოლთან  მუშაობის, დარიშხანის შემცველი სამკურნალო პრეპატარების ხმარებისას.

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal