გინგივიტი

გინგივიტის არის ღრძილების ანთება, რომელსაც ახასიათებს ღრძილების შეშუპება, სისხლდენა და სიწითლე. გინგივიტის საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.https://lh6.googleusercontent.com/-Pv_u4cjGOW8/T0-aQPcqiQI/AAAAAAAACXM/yEA5P0vtEb4/s300/gingivit2.jpg
მიმდინარეობის მიხედვით არსებობს გინგივიტის რამოდენიმე ფორმა:
  • მწვავე;
  • ქრონიკული – უფრო ხშირად გვხვდება ზრდასრულ ადამიანებში;
  • რეციდიული.
გინგივიტის განვითარება ხდება სხვადასხვა მიზეზით:
  • პირის ღრუს ჰიგიენის არასწორედ შესრულება ან საერთოდ უგულველყოფა – ეს გინგივიტის განვითარების ყველას ხშირი მიზეზია, ამ დროს წარმოიქმნება კბილის ნადები (მიკროორგანიზმების გროვები), რომლებიც მყარად არიან ფიქსირებულნი კბილის ზედაპირზე;
  • კბილის ქვები – კბილის კალციფიცირებული ნადები;
  • არასწორი თანკბილვა;
  • არასწორედ დაბჟენილი (დაპლომბილი) კბილები;
  • პირით სუნთქვა;
სხვადასხვა ჰორმონალური ცვლილებების გამო – ამ მიზეზით გამოწვეული გინგივიტი ხშირად გვხვდება მოზარდებში და ორსულებში, სადაც იგი დამძიმებული ფორმით მიმდინარეობს;
სისტემური დაავადებები – ამ დროს გინგივიტის არის რომელიმე დაავადების (ჰერპესი, ალერგია, ავიტამინოზი, ლეიკოპენია, შაქრიანი დიაბეტი) ერთერთი ნიშანი;
ზოგიერთი წამლის (ორალური კონტრაცეპტივები) ხანგრძლივი გამოყენება; 
მძიმე ლითონების (ტყვია, ბისმუტი) გამოყენება.
გინგივიტისთვის დამახასიათებელია შემდეგი კლინიკური ნიშნები:
  • ანთებადი ღრძილები;
  • ღრძილების შეშუპება;
  • ღრძილების კონტურების ცვლილება;
  • ე.წ. ღრძილოვანი ჯიბეების ჩამოყალიბება;
  • ღრძილოვანი კიდის შეწითლება;
  • სისხლდენა ღრძილებიდან;
  • ტკივილი ღეჭვისა და ყლაპვის დროს.
გინგივიტის გამწვავება ძირითადად დამახასიათებელია ზამთარ-გაზაფხულზე და აღინიშნება სისხლდენა ღრძილებიდან, როგორც წესი კბილების ხეხვის დროს.
გინგივიტის მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ სტომატოლოგის მიერ. მისი პროფილაქტიკისთვის კი საჭიროა პირის ღრუს ჰიგიენის გულმოდგინედ დაცვა.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal