პოდაგრა

პოდაგრა ანუ ნიკრისის ქარი – ორგანიზმის ზოგადი დაავადებაა, რომელიც განპირობებულია შარდმჟავას (ურატული) ცვლის მოშლით. ამ დროს იზრდება შარდმჟავას შემცველობაhttps://lh3.googleusercontent.com/-TFwbklU8H3I/T05FGAxga1I/AAAAAAAACRE/v4m6L51dK2U/s543/podagra-1.jpg სისხლში (ჰიპერურიკემია), ხდება კრისტალური ნივთიერების ჩალაგება ქსოვილებში პოდაგრული კვანძების სახით, რომელსაც ტოფუსებს უწოდებენ, შემდგომში კი ვითარდება ანთებითი და დესტრუქციულ-სკლეროზული ცვლილებები.
არსებობს პოდაგრის ორი ფორმა:
  • პირველადი;
  • მეორადი – როდესაც თან ერთვის რომელიმე დაავადებას (ერითრემია, ლეიკოზი, ზოგიერთი ფორმის ანემია და სხვა), სხვადასხვა ნივთიერებით მოწამვლას (ტყვიით მოწამვლა, სხივური თერაპიით) ან ზოგიერთი მედიკამენტის (გლუკოკორტიკოიდები, სულფანილამიდები, შარდმდენი საშუალებები და სხვა) ხანგრძლივად მიღებას.
პოდაგრისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ქვემო კიდურების სახსრების დაზიანება. დაავადება უპირატესად 35-50 წლის ასაკში იწყება, მაგრამ იშვიათად შესაძლოა ახალგაზრდებში და ბავშვებშიც კი შეგვხვდეს. უმეტესად ავადდებიან მამაკაცები.
პოდაგრის განვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურად განპირობებული სხვადასხვა ცილის ცვლის დარღვევას, რასაც მოჰყვება პურინების სინთეზის (გამომუშავება) მკვეთრი გაძლიერება. 
დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გარკვეული ფაქტორები:
  • პურინების ჭარბად შემცველი საკვები;
  • ალკოჰოლური სასმელები, განსაკუთრებით ლუდი და ღვინო;
  • უმოძრაობა;
  • შიმშილი;
  • სტრესული სიტუაციები;
  • ტრავმა;
  • ფიზიკური გადაღლა.
ჯანმრთელ ორგანიზმში შარდმჟავას ცვლა ქმნის დინამიურ ბალანსს მის წარმოქმნასა და თირკმლებით გამოყოფას შორის. როდესაც ეს ბალანსი ირღვევა და ყალიბდება ჰიპერურიკემია ანუ სისხლში შარდმჟავას სიჭარბე, ხდება კრისტალური ურატების ჩალაგება ქსოვილებში: სინოვიურ გარსში, მყესებში, ხრტილში, ძვლის სახსროვან ნაწილში, თვალის სკლერაში, თირკმლის ინტესტიციულ შრეში, სისხლძარღვებში და სხვ. რაც იწვევს მათში მრავლობითი კვანძების ე.წ. ტოფუსების წარმოქმნას და მწვავე ანთების განვითარებას.
პოდაგრული ართრიტი იწყება უეცრად, თვალსაჩინო მიზეზის გარეშე, მწვავე შეტევით – ტერფის წინა ტერფ-ფალანგთა სახსრის ართრიტით, (იშვიათად, კოჭ-წვივის, მუხლის ან სხვა სახსრების ართრიტით). შეტევა ხასიათდება უძლიერესი ტკივილით, სახსრის სწრაფი შესივებით, კანის შეწითლებით, დაჭიმულობით და ბზინვარებით. ადგილობრივად მატულობს ტემპერატურა, მოძრაობა თითქმის შეუძლებელია. ავადმყოფს აღენიშნება შემცივნება და ცხელება. კრიზი გრძელდება რამოდენიმე საათიდან 1-2 დღემდე. ანთებითი პროცესი 5-10 დღეში ცხრება, ქრება შეშუპებაც და სახსრის ფუნქცია მთლიანად აღდგება.
პოდაგრული ტოფუსები ძირითადად ზედაპირულად მდებარეობს და ისინი თეთრი ფერისაა. მათი სიდიდე, რაოდენობა და კონსისტენცია სხვადასხვაა და დამოკიდებულია დაავადების ხანგრძლივობასა და ჰიპერურიკემიის დონეზე. 
პოდაგრის მკურნალობა მიზნად ისახავს ტკივილის კუპირებას და წარმოქმნილი კრისტალების გაქრობას. ამ მიზნის მისაღწევათ კი მიმართეთ სასწრაფოდ ექიმს. 
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal