თირკმელკენჭოვანი დაავადება

https://lh3.googleusercontent.com/-ZChZ813g9ns/T0zNAGvWYnI/AAAAAAAACJk/ENp0uICtmvg/s321/2952.jpgთირკმელკენჭოვანი დაავადება ანუ ნეფროლითიაზი არის თირკმელში წარმოქმნილი კონკრემენტით (კენჭით) თირკმლის ან შარდსაწვეთის დაზიანება, რომელსაც უროლოგიურ დაავადებათა შორის საკმაოდ დიდი ადგილი უკავია. ეს დაზიანება მეტწილად მამაკაცებში გვხვდება.
თირკმელკენჭოვანი დაავადების გამომწვევი მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის, მაგრამ ცნობილია მთელი რიგი ხელშემწყობი ფაქტორები:
• ხისტი სასმელი წყალი;
• ვიტამინური უკმარისობა;
• თირკმლების ტრავმა;
• მინერალური ცვლის გაუკუღმართება;
• მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის ცვლილებები;
• საკვებში  და ვიტამინის უკმარისობა საკვებში;
• შარდსავალი გზების ინფიცირება;
• შარდის შეგუბება.
კენჭების წონა შესაძლოა ერთი გრამი იყოს, ზოგჯერ კი 2 კილოგრამამდეც აღწევს. კენჭი  ერთელია ან მრავლობითი. 
თირკმელკენჭოვანი დაავადების კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. ზოგჯერ იგი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი დადგენა მხოლოდ რენტგენით ან ექოსკანირებით ხდება.https://lh6.googleusercontent.com/-BQiTkuZxY8E/T0zNIaQ8h6I/AAAAAAAACJs/GX8gfM-K_Fc/s302/1288640323_kidney_stones_big_photo.jpg
თირკმელკენჭოვანი დაავადებისთვის დამახასიათებელია:
 თირკმლის ჭვალი – რომელიც იწყება უეცრად წელის ტკივილით, რომელიც რამდენიმე წუთში მაქსიმუმს აღწევს, მგლეჯავია და გულისწასვლამდე მიჰყავს ავადმყოფი, რომელიც ხშირად იცვლის სხეულის პოზას და მოუსვენრობს.
 გულისრევა;
 ღებინება, ზოგჯერ ნაღველით;
 მატულობს არტერიული წნევა.
თირკმელკენჭოვანი დაავადების დიაგნოზისთვის გამოიყენება:
• ანამნეზი;
• რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
• ულტრაბგერითი გამოკვლევა;
• ექოსკანირება.
თირკმელკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს, რათა დროულად იმკურნალოთ და თავიდან აიცილოთ არასასურველი გართულებები.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal