ხოფიტოლი (CHOPHYTOL)
CYNARA
Laboratoires Rosa-Phytopharma, საფრანგეთი
ათქ კლასიფიკაციის კოდი A05A
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც. და 180 ც
1 ტაბ.
ცინარას ნედლი ფოთლების 
წვენის მშრალი ექსტრაქტი………………………200 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ტალკი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, საქაროზა, კალციუმის კარბონატი.
საინექციო ხსნარი: ამპულაში 5 მლ.  
1 მლ  1 ამპ.
ცინარას ნედლი ფოთლების 
წვენის მშრალი ექსტრაქტი…………20 მგ 100 მგ
ხსნარი შინაგანი გამოყენებისთვის:  120 მლ ფლაკონი
ცინარას ნედლი ფოთლების 
წვენის მშრალი ექსტრაქტი…………1 მლ———-200 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღველმდენი, დეტოქსიკაციური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ხოფიტოლი მცენარეული წარმოშობის საშუალებაა. Pპრეპარატის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნაკრებით. გააჩნია ჰეპატოპროტექტული და ნაღვლმდენი მოქმედება. ცინარას შემადგენლობაში შემავალი ასკორბინის მჟავა, კაროტინი, ვიტამინი B1, B 2 და ინულინი ხელს უწყობენ ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას. ხოფიტოლი ზრდის ჰეპატოციტების მიერ კოფერმენტების გამომუშავებას და ზეგავლენას ახდენს ლიპიდების, ქოლესტერინისა და კეტოსხეულების მეტაბოლიზმზე. ხასიათდება დეტოქსიკაციური თვისებებით ღვიძლისა და თირკმელების პარენქიმის მიმართ ანტიბიოტიკებით მკურნალობის დროს. ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, მათ შორის: ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე ლითონთა მარილების.
ხოფიტოლი ზრდის დიურეზს და აძლიერებს შარდოვანას გამოყოფას.
ჩვენებები
- ნაღვლმდენი გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ტიპის კომპლექსური თერაპია, თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ქრონიკული ნეფრიტი, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, აცეტონემია, სიყვითლე, ოლიგურია გულის უკმარისობისა და ღვიძლის ციროზის დროს; 
- ქრონიკული ინტოქსიკაცია ნიტროშენაერთებით, ალკალოიდებით, მძიმე ლითონთა მარილებით.
ორსულობის დროს რეკომენდებულია: 
- გესტოზების პროფილაქტიკისათვის მათი განვითარების მაღალი რისკის მქონე ქალებში;
- ორსულთა ღებინების აღმოფხვრისათვის;
- ორსულთა დერმატოზების დროს;
- ორსულთა სიყვითლის დროს;
- გესტოზების პრეკლინიკურ სტადიაში;
- ფეტოპლაცენტარული უკმარისობის პროფილაქტიკისათვის;
- ორსულთა ღვიძლშიდა ქოლესტაზის დროს.
დოზირების რეჟიმი
ტაბლეტები
მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება 2-3 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. Mმკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას. 
ბავშვებში ინიშნება 6 წლის ასაკიდან – 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ.
საინექციო ხსნარი
მოზრდილებში ინტრავენურად ან კუნთებში დღეში 1-2 ინექცია (ან მეტი) 8-15 დღის განმავლობაში.
ხსანარი შინაგანი გამოყენებისთვის
ბავშვებში; 0-12 თვემდე 0,3-0,5 მლ (5-10 წვეთი) ხსნარი 
         1-5 წლამდე 0,5-1 მლ (10-20 წვეთი) ხსნარი
         6-12 წლამდე  1/2 ჩაის კოვზი (2-3 მლ) ხსნარი
         12 წლის ზევით ½1/2-1 ჩაის კოვზი ხსანარი
გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მაღალი დოზის ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა. 
უკუჩვენებები
- პრეპარატისადმი ინდივიდუალური მომატებული  მგრძნობელობა;
- ნაღვლმდენი გზების ობტურაცია, ნაღვლ-კენჭოვანი  დაავადება.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერა¬ტურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
Laboratoires Rosa-Phytopharma

 

ფიკ მედიკალის წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი:
თავისუფლების გამზ. # 7
ტელ: 255 20 59
ელ-ფოსტა: fic-georgia@mail.ru

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal