გვირილის აბაზანა გამონაყარს შველის

თანამედროვე კოსმეტიკას ფართო შესაძლებლობები აქვს, მაგრამ დროის მიერ გამოცდილ ხალხურ რეცეპტებს ყველაზე მოდური ქალბატონებიც კი მიმართავენ.სახეზე გამონაყარი ყველაზეhttps://lh4.googleusercontent.com/-GI3BA8Rofkc/TzvWzUCzE_I/AAAAAAAAB3Y/UnrNHMCSi7I/s800/bath.jpg უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს და ყველაზე მხიარულ გოგონასაც კი უფუჭებს განწყობას. გამონაყარმა რომ არ შეგაწუხოთ, გვირილა, ორკბილა და ჩვეულებრივი საკვები სოდა გიშველით.გვირილა ან ორკბილა ჯამში ან პატარა ქვაბში მოხარშეთ. ჯამი გადმოდგით, მცირე ხნის შემდეგ, ისე, რომ სახე არ დაგეწვათ, სახე ორთქლს მიუშვირეთ და თავზე პირსახოცი გადაიფარეთ. ორთქლის აბაზანა 10 წუთი მაინც უნდა მიიღოთ. თუ სუნთქვა გაგიჭირდათ, შეგიძლიათ პირსახოციდან თავი გამოყოთ და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქოთ. მას შემდეგ, რაც სახეს კარგად დაიორთქლავთ, აიღეთ საკვები სოდა და სახეზე გამოყრილ შავ წერტილებზე გულმოდგინედ შეიზილეთ, განსაკუთრებით ცხვირის მიდამოებში. სოდა პრობლემურ ზონებს ამოასუფთავებს. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ზეითუნის ზეთი წაისვით. შედეგს რამდენიმე "სეანსის" შემდეგ მიაღწევთ. შეგიძლიათ, გვირილა და ორკბილა მონაცვლეობით გამოიყენოთ.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal