როგორ გამოვიყენოთ ცაცხვის ყვავილი

ხალხურ მედიცინაში ცაცხვის ყვავილს განსაკუთრებული როლი ენიჭება. მას მრავალმხრივი დანიშნულება აქვს, განსაკუთრებით კი მას გახდომისთვის, შარდის ბუშტის ანთებისთვისhttps://lh5.googleusercontent.com/-FBrW_ULmsfQ/TzvSAW64T_I/AAAAAAAAB24/wHeiDWMhBVI/s490/Tilia_Caucasica_rupr.jpg (ცისტიტი), ოფლის მოდენისთვის იყენებენ. განსაკუთრებით კარგია ცაცხვის ყვავილი გახდომის მსურველთათვის.
ცაცხვის ყვავილის ნაყენი გახდომის მსურველთათვის:
თერმოსში ჩაასხით 0,5 ლიტრი ადუღებული წყალი და 5 სუფრის კოვზი ცაცხვის გამხმარი ყვავილი. ეს ნაყენი მთელი ღამე უნდა გავაჩეროთ. ეს ნაყენი უნდა მივირთვათ დღეში ორჯერ ერთი ჩაის ჭიქის ოდენობით. აუცილებელი პირობაა, რომ ნაყენი ჭამამდე 20 წუთით ადრე დავლიოთ. პროცესი უნდა გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში. .
ცაცხვის ყვავილი უებარია გაციების დროს, ყელში გამოსავლებად.
გაციების შემთხვევეში უნდა ავიღოთ ნახევარი ჩაის კოვზი ცაცხვის გამხმარი ყვავილი, დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. ეს ნაყენი უნდა დალიოთ ძილის წინ, როგორც სიცხის დამწევი და ოფლმდენი. 
ცისტიტის დროს უებარი შემდეგი რეცეპტი: ერთი ჩაის ჭიქა ცაცხვის გამხმარი ყვავილი უნდა ჩავყაროთ ერთ ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში და გავაჩეროთ ერთი საათი თბილ ადგილას, გადავწუროთ და დალიეთ დღეში სამჯერ 100-100 მლ.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal