ეფექტური ევროპული დიეტები – კვირაში იკლებთ 2-4 კილოს

საახალწლო სუფრების შემდეგ აღმოაჩინეთ, რომ წონაში მოიმატეთ? არ ინერვიულოთ, წონის დაკლებაში დაგეხმარებათ ევროპული დიეტები:https://lh5.googleusercontent.com/-1HsuMtIGUKk/TzlCKRiem1I/AAAAAAAAByI/Nd3pptM3auY/s409/1326058634_200161019-001.jpg
1. ესტონური დიეტა. ძალიან მკაცრია და არ შეიძლება ყველამ დაიცვას. ამ დიეტის დაცვამდე სასურველია, რჩევა ექიმს ჰკითხოთ. დაიხსომეთ, არ დაუშვათ ორგანიზმის გაუწყლოება (უნდა მიიღოთ დღეში 1,5-2 ლ წყალი). 
ამ დიეტის დროს ერთ კვირაში დაიკლებთ 2-3კგ-ს.
I დღე – შეჭამეთ 6 კვერცხი
II დღე – 0,5 კგ უცხიმო ხაჭო 
III დღე – ცოტა ქათმის ფილე 
IV დღე – 100 გ მოხარშული ბრინჯი 
V დღე –  6 ცალი კანიანად მოხარშული ან აირღუმელში შემწვარი კარტოფილი
VI  დღე – მხოლოდ ვაშლი.
2. ფინური დიეტა. რაციონიდან გამორიცხეთ ცხოველური ცხიმები, ცომეული, ბრინჯი, ტკბილეული, შეამცირეთ მარილი. ჭამეთ თევზი და ზღვის პროდუქტები. დიეტის დროს საუზმეზე, სადილად და ვახშმად მიირთვით ბოსტნეულის წვნიანი.
ასე რომ, მიირთვით ბოსტნეულის წვნიანი მანამ, სანამ არ მოგწყინდებათ და შედეგიც არ დააყოვნებს.
წვნიანის რეცეპტი: დაჭერით 500 გ ხახვი, 200-200 გ პრასი და კომბოსტო (ბროკოლი) 300 გ ნიახური, 250-250 გ ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო და ოხრახუში, დაასხით ცივი წყალი, ვიდრე წამოდუღდება, დაამატეთ პომიდვრის წვენი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე.
3. ბულგარული დიეტაც ბოსტნეულს ითვალისწინებს. კერძოდ კი სტაფილოს, რომლის წყალობითაც შეიძლება 4 დღეში 2-3 კგ-ის დაკლება. აუცილებელია 3 დღის განმავლობაში საუზმეზე, სადილად და ვახშმად მიირთვით ცოტა თაფლდამატებული, ლიმონის ან ნებისმიერი ხილის (კენკრის) წვენდამატებული უმი გახეხილი სტაფილოს სალათი. დააყოლეთ მცენარეული ჩაი. მეორე დღეს შეიძლება დაამატოთ ერთი ნაჭერი პური და ვაშლი, მეხუთე დღიდან თანდათანობით გადადით ჩვეულებრივ რაციონზე.
4. ფრანგული დიეტით ორიოდ კვირაში დაიკლებთ 3-4 კგ-ს. დიეტა ადვილად დასაძლევია: 3-ჯერ დღეში მიირთვით მჭლე შაშხი, მაგარი ყველი, უცხიმო ხორცის წვნიანი, ხილი და ბოსტნეული. რაც შეიძლება ცოტა მარილი და სანელებლები. რა თქმა უნდა, არ შეიძლება შაქარი! სამაგიეროდ, დიეტის დროს შეიძლება დალიოთ 200 მლ წითელი მშრალი ღვინო.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal