ფსორიაზის მკურნალობა

https://lh6.googleusercontent.com/-wXQA9qLxxjw/TzUoPfVLCmI/AAAAAAAABog/_FX_azVYDZI/s400/1291675726_1273645672_a0.jpgფსორიაზი კანის ქრონიკული დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზია ნერვული და ენდოკრინული სისტემის მოშლა, დარღვევები ნივთიერებათა ცვლაში, ორგანიზმში არსებული ქრონიკული ინფექციური კერები (ტონზილიტი, ჰაიმორიტი).
ამ დაავადებისადმი მიდრეკილება შეიძლება შთამომავლობითაც გადაეცეს.
დაავადება იწყება კანზე მოვარდისფერო ან მოწითალო კვანძების გაჩენით, რომლებიც იფარება მოვერცხლისფერო–თეთრი ქერცლებით. გამონაყარი თანდათან ფართოვდება, ერთიანდება და იქმნება მსხვილი კერა.
ფსორიაზით დაავადებულ ადამიანს ურჩევენ რძისა და მცენარეული საკვების მიღებას, უზღუდავენ ცხოველურ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სასურველია, მზის აბაზანების მიღება (მაგრამ არა – დაავადების გამწვევების პერიოდში), ზღვაში ბანაობა, საოჯახო პირობებში კი თბილი საპნის აბაზანები.
ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ საშუალებებს ფსორიაზთან საბრძოლველად.
შინაგანად მისაღებად
– ნივრის ცოცხალი წვენისა და ფაფის მიღება (თაფლით) ფსორიაზის სამკურნალოდ უძველესი და ეფექტური საშუალებაა.
– 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წუთს, წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში 3 მიღებაზე. მკურნალობის კურსი 5–7 დღეა.
– იღებენ 60 გრამ ჭინჭრის ყვავილს და ფოთოლს, ასხამენ 1 ლიტრ მდუღარეს. იღებენ დღეში 3–ჯერ 100 მილილიტრს. ეს საშუალება წმენდს სისხლს და დაავადება ქრება.
გარეგანი საშუალებები ფსორიაზის სამკურნალოდ
– ორკბილა (ბალახი) 15 გრამი, კოთხუჯი (ფესვები) 15 გრამი, დიდგულას ყვავილები 10 გრამი, სიმინდის ულვაში 15 გრამი, კრაზანა 15 გრამი, წითელი მოცვის ფოთლები – 10 გრამი, ქრისტესისხლა 5 გრამი, მინდვრის შვიტა 10 გრამი, კულმუხო (ფესვები) – 10 გრამი.
ყველა შემავალი კომპონენტი დაჭერით წვრილად. 1 სუფრის კოვზ ბალახეულზე აიღეთ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და შეფუთეთ. 2 საათის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ. მიიღეთ დილით და საღამოს 1/2 სუფრის კოვზი საჭმლის შემდეგ.
– მიიღეთ წიწვოვანი აბაზანები ორი თვის განმავლობაში, ყოველდღიურად, 20 წუთით.
წიწვოვანი ექსტრაქტი ასე დაამზადეთ – 100 გრამი ნაძვის წიწვები ჩაყარეთ 1 ლიტრ წყალში, ადუღეთ 10 წუთი, დააყენეთ 3 საათი და მიღებული ნაყენი ჩაასხით სავსე აბაზანაში.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal