დავეხმაროთ ვენებს

https://lh4.googleusercontent.com/-mP-D2X1CA9c/TzKX3v5flyI/AAAAAAAABig/qZTtRGlAtts/s512/31922.jpgუმეტეს შემთხვევაში ვარიკოზი ქალებს ემართებათ. ეს დაავადება ცნობილია უძველესი დროიდან. ვარიკოზული დაავადების დროს ვენები კარგავენ ელასტიკურობას,ფეხებზე ჩნდება ვარიკოზული კვანძები. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზებია: მემკვიდრეობითობა (სუსტი ვენები), ფეხმძიმობა, ნაკლები მოძრაობა, ფიზიკური დატვირთვა და ზედმეტი წონა.
ვარიკოზის სიმპტომებია: ფეხებში სიმძიმისა და გადაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტკივილი და წვივების კრუნჩხვა. პროგრესირების შემთხვევაში ფეხებზე კანქვეშ თავს იჩენს კაპილარების "ბადე". ამ სიმპტომის გამოვლენისთანავე უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ მკურნალობას.
ვენების ვარიკოზული დაავადებისას საჭირო რომ არ გახდეს რადიკალური ჩარევა, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად საჭიროა რაციონიდან ამოიღოთ ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვები, ყავა, უარი უნდა თქვათ სიგარეტზე, ალკოჰოლზე.
რეკომენდებულია ვიტამინებით მდიდარი მწვანილი, ბოსტნეული, ხილი, გაღივებული ხორბალი და ჭვავი, არ დაგავიწყდეთ ნიორი, ლობიო, მწვანე ხახვი, ასკილის ნაყენი, მწვანე ჩაი, ახალგამოწურული წვენი, მინერალური წყალი, რომლებიც ხელს უწყობენ ვენების ელასტიკურობას, წმენდენ და ამაგრებენ სისხლძარღვებს.
დღის განმავლობაში თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, ხშირად შეცვალეთ ფეხების მდებარეობა, არ გადაიდოთ ფეხი ფეხზე, უარი თქვით მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, ლიფტსა და ესკალატორზე, რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ, ძილის წინ გაისეირნეთ. იცურავეთ აუზში, შვებულება გაატარეთ ზღვაზე, ფეხშიშველა იარეთ ქვიშაზე, რაც აუმჯობესებს ვენებში სისხლის მოძრაობას, საუცხოოა წყლის აერობიკა – ის ამაგრებს ძარღვებს. მთავარია, პირველი სიმპტომებისთანავე მიმართოთ ექიმ-ფლეიბოლოგს. 
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal