მუხლები გტკივათ?..

https://lh4.googleusercontent.com/-l9Oj7abtooY/Ty0284sPfkI/AAAAAAAABYc/Mwz-xQwrSsY/s445/76aa4ba32af26653ebd2e89211b3c27b4e9823975e53e.jpgმუხლის სახსრის ტკივილს ბევრი რამ იწვევს. უპირველესად კი ტრავმები (მენისკის დაზიანება, მყესის დაჭიმვა ან გაწყვეტა).
სახსრების ტკივილის 80%-ის მიზეზი ხრტილების ქსოვილის კვების დარღვევაა, ასევე დამნაშავეა მემკვიდრეობითობა, ინფექციები, ენდოკრინული დაავადებები. სახსრების ტკივილი – ართროზი შეიძლება დაემართოს ახალგაზრდასაც.
ართროზის დროს სახსრები რეაგირებენ  ამინდის ცვლილებაზე. სიცივეში სახსრებში იწყება ყრუ ტკივილი, სითბოში – მშვიდდება. მუხლის გარშემო იწყება შეშუპება, ღამით – ტკივილი. სახსრების დაავადება რომ არ გართულდეს, საჭიროა ტკივილის შეგრძნებისთანავე მიმაროთ ექიმ-რევმატოლოგს, რომელიც გამოიკვლევს დაავადების ხარისხს და დაგინიშნავთ მკურნალობას. არც ერთ მალამოს ან აბს არ შეუძლია გააუმჯობესოს სახსრებში სისხლისა და საკვები ნივთიერების მიწოდება, ამიტომ ექიმები გვირჩევენ კომპლექსურ მკურნალობას. რეკომენდებულია: ცურვა, ტანვარჯიში (ფეხებით "მაკრატლისა" და "ველოსიპედის" ვარჯიშები).
ფიზიოთერაპია – გველის ან ფუტკრის შხამით დამზადებული მალამო; ძლიერი ტკივილის დროს ინიშნება ანთებსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი წამლები – ხონდროპროტექტორები. აუცილებელია წონაში დაკლება და კალციუმით მდიდარი პროდუქტის რაციონში გათვალისწინება (ჭერამი, ლეღვი, ფინიკი, რძე, ხაჭო, ყველი) და დღეში 1,5 ლ წყლის დალევა.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal