ჯანმრთელი კვება

კუჭში სიმძიმის შეგრძნებას კივი მოგიხსნით

კივი - კუჭში სიმძიმეკივს შეუძლია, დააკმაყოფილოს ორგანიზმის ოცდაოთხსაათიანი მოთხოვნილება C ვიტამინზე. ის იმდენივე ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც დაახლოებით, სამი ფორთოხალი და იმდენ უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი ან ერთი ცალი მოზრდილი გრეიპფრუტი. კივი შეიცავს ბანანზე მეტ კალიუმს, E ვიტამინსა და მაგნიუმს. მასში ბევრია კალციუმი, რომელიც მაღალი წნევის დროს შეუცვლელია.

გაციებისა და გრიპის დროს კი სამი ცალი კივისგან დამზადებული ფაფა სრულიად საკმარისია, რომ დაავადება შეგიმსუბუქდეთ.

ნოყიერი საკვების შემდეგ რამდენიმე ცალი კივის ჭამა კუჭის სიმძიმის შეგრძნებას მოგიხსნით და ასევე, გულძმარვასაც. კივი ამცირებს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების წარმოქმნის რისკს. არ იწვევს ალერგიას. დიდი რაოდენობით შეიცავს სეროტონინს და მისი მეშვეობით ორგანიზმს სტრესისგან იცავს. კივის ჯემი კარგია სტენოკარდიის დროს, რადგან შეტევას სწრაფად ხსნის.

კივი დიდი რაოდენობით შეიცავს, ასევე, ენაზიმს, რომელიც აჩქარებს ცხიმების წვას ორგანიზმში. ამიტომ, თუ წონაში დაკლება გსურთ, მიირთვით კივი დილა-საღამოს.