ვიტილიგო – ჯანმრთელობის განმსაზღვრელი ლაკმუსი

არსებობს დაავადებები, რომელთა განვითარებაში ნაწილობრივ დამნაშავენი თავად ვართ. ასეთს მიეკუთვნება ვიტილიგო – კანის დაავადება, რომლის დროსაც კანის პიგმენტაცია ირღვევა. ის ხშირად 20 წლამდე და საშუალო ასაკის ქალებში გვხვდება. ვლინდება თეთრი ლაქების სახით, რომლებიც პიგმენტ მელანინს მოკლებულები არიან. ვიტილიგო იშვიათი დაავადებაა და დაკავშირებულია ორგანიზმში ფერმენტ თიროზინაზის არარსებობასთან, რომელიც მელანინის გამომუშავებაში მონაწილეობს. 
დაავადების რისკფაქტორებია: ბანალური მოწამვლა, იმუნურ სისტემაში უთანხმოება, ნერვული სისტემის მოშლილობა, ხშირი სტრესი, შინაგანი ორგანოების ავადმყოფობები, ქრონიკული, ანთებითი დაავადებები, მზით დამწვრობა, ენდოკრინული პათოლოგიები, მემკვიდრეობა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალი რისკფაქტორია ცნობილი, დაავადების ზუსტი მიზეზის დასახელება არავის შეუძლია. 
უფრო სწორი იქნება, ვიტილიგო არა დაავადებად, არამედ სერიოზულ დაავადებებზე ორგანიზმის რეაქციად ჩაითვალოს. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფარულ პრობლემებს ავლენს. 
ვიტილიგოთი დაავადებულებში ხშირად გვხვდება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, ამიტომ კომპლექსურ თერაპიაში ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციის გასაუმჯობესებელი პრეპარატებია ჩართული. კანზე თეთრი ლაქების პროვოცირება შეუძლიათ პარაზიტებს – ლამბლიებს და ჰელმინთებს (ჭიებს). ისინი შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ნორმალურ მოქმედებას არღვევენ და ორგანიზმში სპილენძის უკიდურეს დეფიციტს იწვევენ. ხშირად ვიტილიგოს თანმხლებია ფარისებური ჯირკვლის დაავადებები, კუჭის მჟავიანობის დარღვევა, გულ–სისხლძარღვთა დაავადებები. 
მკურნალობა 
ვიტილიგოს განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაგრამ უკვე არსებული ლაქების შემცირება და ახლების თავიდან აცილება თანამედროვე ესთეტიკური მედიცინით შეიძლება. ვიტილიგოთი დაავადებულები მზის პირდაპირ სხივებს უნდა მოერიდონ. მკურნალობისას ვიტამინური თერაპია, სინათლის მიმართ მგრძნობელობის ასამაღლებელი პრეპარატები ინიშნება. ასევე გამოიყენება ლაზერული თერაპია და დონორის კანის გადანერგვა. 
ხალხური რეცეპტები 
გარეგანი გამოყენებისთვის ეფექტურია ბერგამოტის, ნიგვზის, ევკალიპტის ზეთები, ვარდკაჭკაჭას ექსტრაქტი. 
სასარგებლოა კრაზანას ზეთში დასველებული მარლის ლაქებზე დადება. 
1 სუფრის კოვზი კრაზანის ბალახი, 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი 1 თვე დააყენეთ. გაწურეთ და დაზიანებულ ადგილებზე შეიზილეთ. 
ნიახურის თესლების 20%–იანი ნაყენი შინაგანად მისაღებად დღეში 3–ჯერ 30 წვეთი ინიშნება, ასევე პიგმენტაციის კერაზე გარედან წასასმელად გამოიყენება.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal