ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“

მისამართი:
თბილისი 0162 , საქართველო
ტ.ტაბიძის (ვაკე) ქ. #39, 
ტელეფონი: (+995 32 ) 229 35 25
ელ ფოსტა: mentalvita@gmail.com, 
ვებგვერდი: psychiatry-mentalvita.ge 
 
კლინიკის შესახებ:
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი მყუდრო დამშვიდ გარემოში გთავაზობთ: 
მაღალკვალიფიცირებულ,პიროვნება ზეორიენტირებულ ფსიქიატრიულ  და ფსიქოლოგიურ  დახმარებას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს პირველ კერძო ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრს ამიერკავკასიაში. 
ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი უზრუნველყოფს სრულფასოვან დახმარებას ყველა ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანისათვის მათ შორის: ნევროტულ, სტრესთან დაკავშირებულ აშლილობებს, სომატოფორმულ აშლილობებს, საკვების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, არაორგანული ბუნების ძილი დარღვევებს, აფექტურ აშლილობებს (დეპრესია), ობსესიურ კომპულსურ აშლილობებს, რეაქციას მწვავე სტრესზე და ადაპტაციის დარღვევებს, პიროვნულ აშლილობებს და ენდოგენულ ფსიქიკურ აშლილობებს (შიზოფრენია, მდპ და ა.შ. )
კლინიკაში გამოიყენება მსოფლიოში არსებული მკურნალობისა და რეაბილიტაციის ულტრათანამედროვე მეთოდები. თერაპიული ალგორითმები ემყარება აშშ–სა და დასავლეთ ევროპის ფსიქიატრიულ პრაქტიკაში მიღებულ სამკურნალო სქემებს.  მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აქტიურადაა გამოყენებული უახლესი ფსიქოთერაპიული და ფსიქოკორექციული მეთოდიკები.
ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, რომელიც მკურნალობის პირველი დღეებიდან იწყება, მოიცავს ფსიქოთერაპიისა და არტთერაპიის სხვადასხვა ფორმებს.
კლინიკა უწევს კვალიფიცირებულ სტაციონარულ და ამბულატორიულ დახმარებას ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს. კლინიკაში ასევე ფუნქციონირებს დღის ამბულატორიის რეჟიმი, რომელიც განსაკუთრებით კომფორტულია იმ ადამიანებისათვის რომლებსაც უნდათ მიიღონ სრულფასოვან სტაციონარულ მკურნალობასთან მიხლოვებული მკურნალობა აქტიურ ცხოვრებიდან მოუწყვეტლად.
კლინიკაში არის 2–3 ადგილიანი კომფორტული პატალები. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია სრულფასოვანი 4 ჯერადი კვებით.  
კლინიკაში მუშაობენ გამოცდილი სპეციალისტები:
ექიმი–ფსიქიატრები,
ექიმი–თერაპევტი,
ექიმი–ნევროლოგი,
ფსიქოლოგი (ფსიქოდიაგნოსტიკა),
ფსიქოთერაპევტები
ექთნები და მოწყალების დები.
კლინიკაში მკურნალობის და რეაბილიტაციის პროცესს წარმართავენ: 
კლინიკის დირექტორი: პროფ. გ.ნანეიშვილი;
კონსულტანტები:
პროფ. ნ. ოკრიბელაშვილი;
პროფ. ვ.კენჭაძე;
უფროსი ექიმი,
თსუ დოქტორანტი – გ.სიხარულიძე,
ექიმის ფსიქიატრი – ს.სალია, მ.არჩვაძე;
ფსიქოთერაპევტები:
ნ.მამულაშვილი,
ნ.ფანჯიკიძე;
ფსიქოლოგი (ფსიქოდიაგნოსტიკა) ნ.მურაჩაშვილი;
ნევროლოგი – პროფ. მ.გორდეზიანი;
თერაპევტი – თ. ქიშმარია.
ფოტო გალერეა:
 
 
 
 
 
 
 
 
 
რუქა:
 
 
 
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal