რაციონი მუწუკების წინააღმდეგ

ზოგჯერ ჩვენი კანი "ჭირვეულობას" იწყებს და მეტ ყურადღებას ითხოვს. ერთ პატარა მუწუკსაც კი შეუძლია განწყობა გაგვიფუჭოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გვსურს, კარგად გამოვიყურებოდეთ და სარკეში საკუთარი გამოსახულებით დავტკბეთ. როგორ მოვიქცეთ, თუ სახეზე მუწუკები გაჩნდა? საჭიროა სასწრაფოდ ზომების მიღება. უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ, რომ მუწუკები და ფერისმჭამელები ცხიმოვანი ჯირკვლების არასწორი მუშაობის შედეგად ჩნდება. კანის ცხიმი ჭარბად გამომუშავდება, ეპიდერმისში გროვდება და შემდგომ ანთება მოჰყვება. მუწუკები ნებისმიერ ასაკში ჩნდება. 
 სახის კანი ზუსტად რეაგირებს არამხოლოდ მის მოვლაში ცვლილებებზე, ასევე ორგანიზმის მუშაობაში ნებისმიერ უთანხმოებაზე. ზოგჯერ თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობთ, მაგრამ კანმა უკვე სიგნალი მოგცათ, რომ ჯანმრთელობასთან პრობლემები გაჩნდა. ყველაზე მარტივი მაგალითია ფერისმჭამელები. თუ ახალგაზრდებში მას ჰორმონული ცვლილებები იწვევს, მოზრდილ ადამიანებში სხვადასხვა ორგანოს პრობლემებზე მიგვანიშნებს. 
ფერისმჭამელები 
ჰორმონული გარდაქმნის დროს მოზარდებში ანდროგენების (მამაკაცის ჰორმონების) დონე შესამჩნევად იმატებს როგორც ბიჭებში, ასევე გოგონებში. შედეგად კანის ცხიმის პროდუქცია იზრდება. ამავდროულად ცხიმისა და კანის მკვდარი უჯრედების ნარევი ფორებს ავსებს. თუ ეს ბლანტი ნარევი დაბანით, სპეციალური ლოსიონით, ორთქლის აბაზანით დროულად არ მოსცილდება, გამკვრივდება და ცხიმის ჯირკვლების სადინარებს ამოავსებს. ყველაფერი, რასაც ეს ჯირკვალი აწარმოებს, გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებს და ფერისმჭამელები ჩნდება. ადრე ექიმები თვლიდნენ, რომ ფერისმჭამელები შოკოლადის, ცხიმიანი საკვების მოხმარებით ჩნდებოდა. შემდეგ აღიარეს, რომ ერთადერთი "დამნაშავე" არ არსებობს. 
დერმატოლოგები თვლიან, რომ "ნაგავ საკვებზე" უარის თქმა და ჯანსაღ, სრულფასოვან კვებაზე გადასვლა მოზარდის კანის მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება. ეს ფენომენი მარტივად აიხსნება: "ნაგავი" პროდუქტები დიდი ქიმიური დანამატებით ორგანიზმისთვის თავისთავად სტრესია. 
ფ ვიტამინი კანისთვის რომ მეტად მნიშვნელოვანია, ეს ყველამ იცის. ეს ვიტამინი და მისი სინთეტიკური ანალოგები პრობლემური კანის ბევრი სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის. ფ ვიტამინით მდიდარია ღვიძლი, ნაღების კარაქი, კვერცხის გული, თევზი. ი ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა პირდაპირ აისახება კანისა და თმის მდგომარეობაზე. ორგანიზმი ამ მნიშვნელოვანი ვიტამინებით რომ უზრუნველყოთ, მთლიანი მარცვლეული და ნატურალური რძის პროდუქტები რაც შეიძლება ხშირად მიირთვით. 
მუწუკები მოზრდილებში 
მოზრდილ ადამიანში მუწუკების გამწვავება კუჭთან ან ნაწლავებთან, ღვიძლთან ან კუჭქვეშა ჯირკვალთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს. ამ ორგანოების მუშაობაში უთანხმოება ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს, რომელთანაც კანის მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია. 
მუწუკები ლოყებზე, ცხვირის ირგვლივ, ჩვეულებრივ, კუჭქვეშა ჯირკვლის, კუჭის ან ფილტვების მუშაობაში პრობლემებზე მიგვანიშნებს. 
შუბლი მუწუკებითაა დაფარული? ყურადღება მიაქციეთ ნაწლავების მუშაობას. მის მოსაწესრიგებლად მეტი ბოსტნეული და სხვა მცენარეული უჯრედისები მიირთვით. 
ნიკაპზე გამონაყარი – საბაბია ენდოკრინოლოგს მიმართოთ. 
მუწუკები საფეთქლებისა და კისრის გვერდით მხარეებზე თირკმლების პრობლემების მაჩვენებელია. 
ხალხური მედიცინა 
კრაზანის გამხმარი ყვავილებისა და ფოთლების 1 სუფრის კოვზ ნარევს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 20 წუთი ხარშეთ, გააგრილეთ. ნახარში გამოიყენეთ სახის გასაწმენდად და სველი საფენებისთვის. 
ერთ ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში 1 ჩაის კოვზი კალენდულას სპირტიანი ნაყენი (აფთიაქებში მოიკითხეთ) და 1 ჩაის კოვზი თაფლი ჩაასხით, კარგად აურიეთ. ხსნარში ბამბის ტამპონი დაასველეთ და სახის მუწუკებიან მონაკვეთზე 20–30 წუთი დაიდეთ. 
დღეში რამდენჯერმე სახე ნედლი გოგრის ნაჭრებით გაიწმინდეთ. 
400 გრამი ნიორი დააქუცმაცეთ, ბოთლში ან ქილაში ჩაყარეთ, სპირტი დაასხით და მზეზე დადგით, სანამ სითხე ყვითელ ფერს არ მიიღებს. ნაყენი წყლით მიიღეთ. დაიწყეთ 5 წვეთიდან და ყოველდღიურად თითო წვეთი დაუმატეთ. 25 წვეთამდე ასვლის შემდეგ, იმავე თანმიმდევრობით მათი რიცხვი შეამცირეთ. ორი კვირის შემდეგ მუწუკები გაქრება და ანთება გაივლის. 
რჩევა 
მუწუკების მკურნალობას სერიოზულად მიუდექით. იყავით მომთმენი. მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია. 
ყურადღებით ადევნეთ თვალი, რა გიდევთ თეფშზე. რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. ასევე სტაფილოს, ოხრახუშის, მჟაუნის ფოთლების, ჭინჭრის, ბაბუაწვერას ახალგამოწურული წვენი ხშირად დალიეთ. უარი თქვით ცხიმიან და ტკბილ საკვებზე. ეს არამხოლოდ სახეს, ასევე ფიგურასაც არგებს. 
გულმოდგინედ გაიწმინდეთ კანი დილით და საღამოს. უმჯობესია პრობლემური კანისთვის განკუთვნილი საშუალებები გამოიყენოთ. 
დაბოლოს, ეცადეთ, ცოტა ინერვიულოთ. სტრესს შეუძლია ორგანიზმის მუშაობაში ჰორმონული დარღვევები გამოიწვიოს და ცხიმოვანი ჯირკვლების ზედმეტი აქტივობის მიზეზი გახდეს.
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal