ბრონქონატი (გრანული)/Bronchonat

https://lh6.googleusercontent.com/-INl-4IYdPEo/TtZDXPmzlwI/AAAAAAAAAmg/f7E2QT2n9dg/s196/bronqonati.pngშემადგენლობა: ტუხტის ფესვები, ვირისტერფას ფოთოლი, თავშავას ბალახი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ამოსახველებელი, ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ბრონქონატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება და იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აგრეთვე აჩქარებს მის ევაკუაციას.
ჩვენება: გამოიყენება ზემო სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების — ბრონქიტის, ტრაქეიტის, პნევმონიის, ბრონქოექტაზიის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით.

ძირ­ტკბი­ლას ფეს­ვე­ბი /Radices Glycyrrhizae
https://lh6.googleusercontent.com/-0HHXrB_bBSU/TtZEA_fMNQI/AAAAAAAAAmo/sioDOEd1wds/s196/dzirtkbila.pngშემადგენლობა: ძირტკბილას ფესვები და ფესურები შეიცავენ გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას, კალიუმისა და კალციუმის მარილებს, აგრეთვე ფლავონოიდურ გლიკოზიდებს — ლიქვირიტინს, ლიქვირიტიგენებსა და ლიქვირიტოზიდებს, ვიტამინებს (ნაწილობრივ ასკორბინის მჟავას), პიგმენტებს, ეთეროვან ზეთებს, მწარეებსა და სხვა ნაერთებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ძირტკბილას ამოსახველებელი თვისებები განპირობებულია მის ფესვებში შემავალი ნივთიერებების მოქმედებით. გლიცირიზინი ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების ეპითელიუმის აქტივობას, აგრეთვე აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის სეკრეტორულ ფუნქციას. პრეპარატი გლუვ კუნთებზე ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია ფლავონური ნაერთების, კერძოდ ლიქვირიტოზიდის არსებობით. ძირტკბილას ფესვების მნიშვნელოვან ფარმაკოლოგიურ თვისებას წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც გამოწვეულია მასში ჰისტამინის, სეროტონინის და ბრადიკინინის შემცველობით. გლიცირიზინის ჰიდროლიზის შედეგად თავისუფლდება გლიცირიზინის მჟავა, რომელიც ორგანიზმში განიცდის მეტაბოლიზმს და ავლენს კორტიკოსტეროიდულ მოქმედებას.
ჩვენება: გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შემომგარსველი, ხველის შემამსუბუქებელი და ზედა სასუნთქი გზების დაავადებების სამკურნალო საშუალება. ეფექტურია კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავების წყლულოვანი დაავადებებისა სამკურნალოდ.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

კულმუხოს ფესვები და ფესურები/ Rhizomata et Radices Inulae Heleniihttps://lh5.googleusercontent.com/-TaSxDmt28oo/TtZEg1ILzUI/AAAAAAAAAmw/QEEgpv-3LL4/s261/kulmuxo.png
შემადგენლობა: კულმუხოს ფესვები და ფესურები შეიცავს საპონინებს, ეთეროვან ზეთებს, ფისებს, ლორწოვან ნივთიერებებს, მწარეებს და სხვ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს გააჩნია ამოსახველებელი მოქმედება. იგი ხელს უწყობს ნახველის გადაადგილებას ქვემო სასუნთქი გზებიდან სასუნთქი ტრაქტის ზემო ნაწილში და შემდგომში მის ევაკუაციას.
ჩვენება: გამოიყენება ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების — ტრაქეიტების და ბრონქიტების მკურნალობისას, რომელთაც თან ერთვის დიდი რაოდენობით ლორწოს გამოყოფა. ეფექტურია გასტროენტერიტების და არაინფექციური წარმოშობის ფაღარათის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ღრძილების ანთების, თავის ტკივილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ქალის სასქესო ორგანოების და ღვიძლის დაავადებების, ბუასილის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

ცაცხ­ვის ყვა­ვი­ლი /Flores Tiliae
https://lh6.googleusercontent.com/-UOKXVCDnZ5w/TtZFVFTXyxI/AAAAAAAAAm4/pUw-vcby7Oc/s196/cacxvi.pngშემადგენლობა: ცაცხვის ყვავილი შეიცავს ფლავონოიდური ჰესპერიდინის გლიკოზიდს, საპონინებს, ტილიაცინის გლიკოზიდს, ეთერის ზეთს (0,05%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ასკორბინის მჟავას.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო და სპაზმოპლიზური საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი ხასიათდება ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ოფლმდენი და სიცხის დამწევი მოქმედებით.
ჩვენება: გამოიყენება გინგივიტების, ანგინის, ბრონქიტების, მომატებული ნერვული აღგზნებადობის დროს, აგრეთვე საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის დარეგულირების პროცესებში. რეკომენდირებულია ნერვული აღგზნების, კრუნჩხვების, უძილობის შემთხვევაში. ეფექტურია თირკმელების, ღვიძლის და ჰიპერტონული დაავადებების დროს. იყენებენ დამწვრობის, წყლულების, ბუასილის და რევმატიზმების შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

ვირისტერფას ფოთოლი /Folia Farfarae
https://lh4.googleusercontent.com/-mJdNlH8phUQ/TtZF91E-asI/AAAAAAAAAnA/JakTyxH-Jz8/s196/viristerfa.pngშემადგენლობა: ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ორგანულ მჟავეებს, სიტოსტერინებს, ლორწოებსა და სხვა ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატს ახასიათებს პირის ღრუს, ყელისა და ხახის ლორწოვანი გარსის შემომგარსველი მოქმედება, იცავს მათ გაღიზიანებისაგან, ათხიერებს და არბილებს ნახველს, აჩქარებს მის ევაკუაციას.
ჩვენება: ეფექტურია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, გაჭიანურებული ხველის, კუჭნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, ფილტვების აბსცესის და განგრენის დროს. გამოიყენება საფენების, კომპრესების და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ქერტლისა და თმის ცვენის დროს მცენარის ნახარში გამოიყენება შესაზელად.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

ევკალიპტის ფოთოლი/ Folia Eucalypti
https://lh4.googleusercontent.com/-e7SlhYLFKAc/TtZGrtW3QJI/AAAAAAAAAnI/TSFDXlydpy4/s196/evkalipti.pngშემადგენლობა: ევკალიპტის ფოთოლი შეიცავს ეთერზეთებს (1-3%), მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავეებს და მწარე ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ახასიათებს ამოსახველებელი და დამამშვიდებელი თვისებები.
ჩვენება: გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების, ზედა სასუნთქი გზების რესპირატორული დაავადებების, ლარინგიტების დროს. გარეგანად გამოიყენება ინფიცირებული ჭრილობების, აბსცესების, ფლეგმონის, ჩირქოვანი მასტიტის, ქალთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებების შემთხვევაში.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

 

თავშავას ბალახი/ Herba Origani Vulgaris
https://lh5.googleusercontent.com/-uUGtO8dMpvo/TtZHyk-MBKI/AAAAAAAAAnQ/e_csXehOxig/s196/tavshava.pngშემადგენლობა: თავშავას ბალახი შეიცავს ეთეროვან ზეთებს, ფენოლებს, თიმოლს, გერანილაცეტატს, კარვაკროლს და სხვა არომატულ შენაერთებს, აგრეთვე ცხიმოვან ზეთებს, ასკორბინის მჟავას და მთრიმლავ ნივთიერებებს.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას და ტონუსს, ზრდის კუჭის წვენის სეკრეციას. იგი საშვილოსნოს გლუვი მუსკულატურის შეკუმშვაზე ახდენს მატონიზირებელ მოქმედებას. თავშავას ბალახს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. რეკომენდირებულია, როგორც ნაღვლმდენი, დიურეზული და ამოსახველებელი საშუალება, გააჩნია გამოხატული სედაციური მოქმედება.
ჩვენება: როგორც ცალკე, ასევე სხვა მცენარეებთან ან კომპლექსურ პრეპარატებთან ერთად ინიშნება მადის გასაძლიერებლად, აგრეთვე საჭმლისმონელების გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეტორული უკმარისობის, ნაღვლმდენი გზების დისკინეზიის და ქოლეცისტიტის, მეტეორიზმის და ყაბზობის თანმხლები ენტეროკოლიტის სამკურნალოდ. თავშავა ინიშნება მწვავე ქრონიკული ბრონქიტის დროს როგორც ამოსახველებელი საშუალება, აგრეთვე ანგინის, ქრონიკული ტონზილიტის და გინგივიტების შემთხვევაში. ნაყენი რეკომენდირებულია როგორც სედაციური და კრუნჩხვების სამკურნალო საშუალება. გამოიყენება აგრეთვე გარეგანად კომპრესის სახით კანის ჩირქოვანი დაავადებების და დიათეზის დროს.
გამოშვების ფორმა: 50 გრ. მცენარე მუყაოს კოლოფში.

მისამართი:
ქ. თბილისი, ვარკეთილი 3, III მ. რ 303 კორპ.

მალხაზ ჩხიკვაძე დირექტორი (+995 593) 30 09 59

ელ-ფოსტა: maxo.ch@gmail.com

ლევან გოგიბერიძე წარმოების უფროსი (+995 99) 79 83 86

ელ-ფოსტა: levani@naturpharmi.ge

http://www.naturpharmi.ge/

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal