ავიტა, მედიკამენტები

კალციმაგი/CalciMag

კალციმაგი / CalciMag (გრანულები) – ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მინერალების და ვიტამინ D-ს კომპლექსი

შემადგენლობა:
გრანულების 5 გრამი შეიცავს:
ერგოკალციფეროლი(ვიტ D2)3000 სე
კალციუმის გლუკონატი 375 მგ
კალციუმისა და მაგნიუმის ინოციტოჰექსოფოსფატი 125 მგ
შემავსებლები: შაქარი, ვანილინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
კალციმაგი – კომბინირებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება რაქიტისა და ოსტეომალაციის სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის. ვიტამინი D2 ხელს უწყობს Ca-ის და P-ის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ძვლოვანი სისტემის ნორმალურ კალციფიკაციას. კალციუმისა და მაგნიუმისინოციტოჰექსოფოსფატი (ფიტინი) აძლიერებსძვლის ქსოვილის ზრდასა და განვითარებას. კალციუმის გლუკონატი პრეპარატიში დამატებულია ორგანიზმში Ca ის იონების დამატებითშეყვანისათვის.

ჩვენებები:
D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა და პროფილაქტიკა; რაქიტი და ოსტეომალაცია
D ვიტამინის ნაკლებობის შედეგად, რაც თავისთავად განპირობებულია ინტესტინური მალაბსორბციით ან კვების დარღვევით; მდგომარეობები, როდესაც იზრდებაD ვიტამინის მოთხოვნილება; ბავშვები, რომლებიც ცოტა დროს ატარებენ მზეზე და სუფთა ჰაერზე; ბავშვები რომლებიც იმყოფებიან D ვიტამინშეზღუდული რაციონით ხელოვნურ კვებაზე; ძალიან მუქი კანის ფერის მქონე ადამიანები (ულტრაიისფერი არ აღწევს კანის სისქეში); მალაბსორბციის სინდრომები, ქრონიკული დიარეა, გასტრექტომია, ცხიმების შეწოვის დარღვევა (სტეატორეა), ვეგეტარიანული დიეტა, მკაცრი დიეტა გახდომის მიზნით; ზოგადი პარენტერული დაავადებები რომლებიც დაკავშირებულია კვების დარღვევასთან, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურული ტრადიციებით გაპირობებული კვების დარღვევა, წონის დაკარგვა; ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი; ბარბიტურატების, ფენიტოინის, ქოლესტირამინის, ქოლესტიპოლის, თხევადი პარაფინის მიღება.

უკუჩვენებები:
ჰიპერკალცემია, ჰიპერვიტამინოზი D, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერპარათირეოიდიზმი.

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები:
რაქიტისა და ოსტეომალაციის დროს, რომლებიც არ არის დაკავშირებული კვების დარღვევასთან (ოჯახური ფოსფატემია, თირკმლის ოსტეოდისტროფია, მეტაბოლური აციდოზი, ფანკონის სინდრომი) მკურნალობა აუცილებელია ერგოკალციფეროლის, კალციფედიოლის ან კალციტრიოლის მაღალი დოზებით. ორსულობის დროს D ვიტამინისმაღალი დოზებით გამოყენება არ შეიძლება.
ლაქტაციის დროს D ვიტამინისმეტაბოლიტები ძალიან მცირე რაოდენობით ხვდება დედისრძეში. ზოგიერთ ბავშვს აღენიშნება ჰიპერმგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ. ჰიპერფოსფატემიამ შეიძლება გაზარდოს მეტასტაზური კალციფიკაციის რისკი. თუ ჰიპერფოსფატემიის მქონე ავადმყოფებში ინიშნება D ვიტამინი, მაშინ მათ პერორალურად უნდა მიიღონ AL (OH)3 პრეპარატები სისხლის პლაზმაში ფოსფორის დონის ნორმალიზებისთვის.

გვერდითი მოქმედებები:
ერგოკალციფეროლის გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ჰიპერკალცემიასთან, რომელიც შეიძლება იყოსD ვიტამინით ინტოქსიკაციის დასაწყისი. ჰიპერკალცემიის ადრეული გამოვლინებები _ დიარეა, თავის ტკივილი, ანორექსია, რკინის გემო პირში, ღებინება, გულისრევა, პირის სიმშრალე, სწრაფად დაღლა, სისუსტე.
ჰიპერკალციმიის გვიანი გამოვლინებები – ძვლების ტკივილი, ამღვრეული შარდი, კრუნჩხვები, ჰიპერტონია, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, არითმია, ქავილი, მენტალური ცვლილებები, კუნთების ტკივილი, მწვავე პანკრეატიტი, ღებინება, გულისრევა, გახდომა, ხშირი შარდვა. D ვიტამინით ინტოქსიკაცია აღინიშნება 60000 ერთეულზემეტის მიღებისას დღეში ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მოულოდნელი ეფექტების განვითარებისას მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:

  1. ბარბიტურატებს, ფენიტოინს და სხვა პრეპარატებს, რომლებიც აინდუცირებენ ღვიძლის მიკროსომულ ფერმენტებს, შეუძლიათ ერგოკალციფეროლის დაშლის დაჩქრება.
  2. თიაზიდური ჯგუფის დიურეზული საშუალებების კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატებთან ერთად გამოყენება ზრდის ჰიპერკალციემიის რისკს.
  3. ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი და თხევადი პარაფინი ამცირებენ D ვიტამინის აბსორბციას.
  4. დიგიტალისის გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია არითმიის განვითარება.

დიაგნისტიკური ტესტების ჩვენებები:
D ვიტამინის მაღალი დოზებით გამოყენებისას:

  • შეიძლება გაიზარდოს შრატისმიერი კალციუმის, მაგნიუმის, ფოსფორისა და ქოლესტერინის რაოდენობა;
  • შეიძლება გაძლიერდეს შარდთან ერთად კალციუმისა და ფოსფორის გამოყოფა;
  • ჰიპერკალცემიამდე შეიძლება შემცირდეს ტუტე ფოსფატაზას აქტივობა.

გამოყენების წესი და დოზები:
D ვიტამინის ალიმენტური უკმარისობის, რაქიტისა და ოსტეომალაციის სამკურნალოდ სადღეღამისო დოზები:

  • მოზრდილებში 1000-2000 ერთეული (1/4-1/2 დოზირებული ჭიქა)
  • ბავშვებში 1000-4000 ერთეული (1/4-1 დოზირებული ჭიქა)

მკურნალობა რამოდენიმე თვე ტარდება. კლინიკური, რადიოლოგიური და ბიოქიმიური სინჯების დადგენილი გაუმჯობესებისას, თუ შენარჩუნდება D ვიტამინის უკმარისობის გამომწვევი მიზეზები, მკურნალობა უნდა გაგრძელდესდღეში 400 ერთეულის მიღებით.

კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებით გამოწვეული ოსტეომალაციის დროს:

  • მოზრდილებში ინიშნება 1000-4000 ერთ (1/4-1 დოზირებული ჭიქა)
  • ბავშვებში ინიშნება 1000 ერთ (1/4 დოზირებული ჭიქა)

რაქიტისა და ოსტეომალაციის პროფილაქტიკისათვის მიიღება დღეში 400 ერთ (ერთი ჩაის კოვზი) ვინაიდან მგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, დოზის შერჩევა კლინიკური პასუხის მიხედვით ხდება.
სისხლის შრატში Ca х P დონე არ უნდა აღემატეობოდეს 58 მგ/ლ.

ჭარბი დოზა და მკურნალობა:
ჰიპერკალცემიის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება, უნდა მოხდეს გადასვლა კალციუმის დაბალი შემცველობის რეჟიმზე, საჭიროა დიდი რაოდენობით წყლის მიღება. გამოიყენება შარდის შემამჟავებელი და კორტიკოსტეროიდული მკურნალობა. არ შეიძლება დღის სინათლეზე ყოფნა. ჰიპერკალცემიური კრიზების დროს გამოიყენება ფუროსემიდი, ბევრი წყალი, კალციტონინი და სტეროიდები. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება.

გამოშვების ფორმა: კალციმაგი გრანულები 75 გ პლასტიკურ ჭურჭელში.

შენახვის პირობები: ინახება შეფუთვაში არაუმეტეს25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით
მწარმოებელი და ლიცენზიის მფლობელი:
ბიოფარმა ილაჩ სან. ვე თიჯ. ა.შ. სამანდირა/სტამბული.