https://lh3.googleusercontent.com/-jy4HsVd81B0/T1XBrbis_CI/AAAAAAAACkw/Hm-lOEc5sTk/s80/kamelin.jpg2004  წლიდან პრეპარატ „კამელინის“ ავტორის,  ქირურგის,  ბატონ ძაგული მაღლაკელიძის პირად არქივებში დაცულ უზარმაზარ პრაქტიკულ მასალაზე დაყრდნობით, მისმა ქალიშვილმა ქეთევან მაღლაკელიძიემ და სიძემ– ავთანდილ მახარობლიძემ დააფუძნეს თანამედროვე სტანდარტების მქონე ( წარმოების, მარკირებისა და შეფუთვის მიმართულებით) ფარმაცევტული კომპანია „კამელინი“ და შექმნეს სამეცნიერო ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,

პროფესორი კობა გურიელიძე. დაიწყო პრეაპარატ „კამელინის“ უნიკალური თვისებების ახლებური კვლევა, რომელიც განხორციელდა არა მარტო საქართველოში,არამედ მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო და კლინიკურ ინსტიტუტებში. კობა გურიელიძე:კვებეკის, მონრეალის, რიო დე ჟანეიროს, დელის და სხვა სამდიცინო ცენტრებში პრეპარატ „კამელინზე“ განხორციელებულმა კვლევებმა ცხადყო პრეპარატის დიდი პოტენციალი , როგორც ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ, ასევე სიმსივნის წინააღმდეგ საბრძოლველად. შემდგომმა ექსპერიმენტულმა და კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ „კამელინი“ ხასიათდება სხვა თვისებებითაც. „კამელინის“ სუბსტრატზე წამლის სხვა ფორმების (კაფსულები, მალამო, სანთლები, სპრეი) შექმნამ, ასევე ორგანიზმში შეყვანის ახალმა მეთოდებმა (ელექროფორეზი, ულტრაფონოფორეზი, ინჰალაცია და სხვ.) მნიშვნელოვნად გააფართოვა ამ პრეპარატის კლინიკური გამოყენების სფერო. „კამელინის“ იმუნომამოდულირებელი თვისების გამოვლენამ საშუალება მოგვცა მისი ეფექტურობის მექანიზმის ახსნა არსებითად განსხვავებული დაავადებებისას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ პათოგენეზში ადგილი აქვს იმუნოპათოლოგიურ ფაქტორებს. პრეპარატის უნარი, დაარეგულიროს ორგანიზმის რედოქს–სისტემა ძალზედ მნიშვნელოვანია პათოგენების ტოქსიურობის ნეიტრალიზაციასა და ადაპათოგენურობის გამოვლენაში. მიღებული ექსპერიმენტული და პრეკლინიკური მონაცემების სანდოობა აღმოჩნდა წინაპირობა „კამელინის“გამოყენებისა სტომატოლოგიაში, ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში, ასევე, ინფექციური და ანთებით–ჩირქოვანი დაავადებების დროს. 

 - ბატონო კობა, ახლახანს ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა „კამელინფლუ“–სპრეი, რომელიც გამოიყენება პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მკურნალობისას.
 - 29 ნოემბერს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართა  კამელინის მეხუთე ფორმის „კამელინფლუს“ პრეზენტაცია, სადაც „კამელინფლუს“ გამოყენებასა და ეფექტურობაზე პირის ღრუსა და ყელის ინფექციური დაავადებების–ფარინგიტი, ლარინგიტი, სტომატიტი, წყლულოვანი გინგვინიტი და სხვა მოხსენება გააკეთა საოჯახო მედიცინის ეროვნული ცენტრის  დირექტორმა ქალბატონმა მარინა შიხაშვილმა. მან  ხაზგასმით აღნიშნა „კამელიფლუს“ გამოყენებისას გამოხატული კლინიკური ეფექტები და ეპითელიზაციის ვადების დაჩქარება „კამელინფლუ“–სპრეის გამოყენებით, გვერდითი მოვლენების გარეშე.  „კამელინფლუს“ გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ასევე ანტიმიკრობული და ანტივირუსული მოქმედება. მისი გამოყენება დაგვაზოგინებს დროს და ხარჯებს ზემოთ ხსენებული დავადებების მკურნალობისას. 
ბატონო კობა, ჯერ კიდევ გასული საუკინის 50–იანი წლებიდან მიმდინარეობდა  პრეპარატ „კამელინზე“ კლინიკურ–ექსპერიმენტული კვლევები ცნობილ  მეცნიერთა და პრაქტიკოს ექიმთა ჯგუფის მხარდაჭერით, სადაც მტკიცდებოდა „კამელინის“ ანტისიმსივნური მოქმედება, დღესაც მრავალი ონკოპაციენტი იტარებს კამელინოთერაპიას, როგორია „კამელინის“ მოქმედება სიმსივნურ დაავადებასთან მიმართებაში?
„კამელინის“ მოქმედება ინდივიდუალურია, იგი უპირობოდ აუმჯობესებს სიცოცხლის ხარისხს, საგრძნობლად ამცირებს ტკივილებს, დადებითად მოქმედებს დაავადების მიმდინარეობაზე, პრეპარატის გამოყენება შეიძლება როგორც კომპლექსური თერაპიის შემადგენელი ნაწილი, ასევე დამოუკიდებლად, ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ორგანიზმის იმუნური პასუხის ოპტიმიზაცია, კვლევების საფუძველზე და პრაქტიკიდანაც უმძიმეს პაციენტებში კამელინოთერაპიით მეტწილად ხდება სიმსივნური პროცესების შეჩერება, საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება და შრომისუნარიანობის საგრძნობი მატება, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე ბათუმის ონკოლოგიური კლინიკის ონკოლოგმა მემედ ჯინჭარაძემ გააკეთა მოხსენება „კამელინის“ კლინიკური კვლევების შედეგებზე ონკოდაავადებებთან მიმართებაში. მან აღნიშნა, რომ „კამელინ მ 1“–ის და „კამელინ მ 2“–ის გამოყენებამ უმძიმეს პაციენტებში (სხვადასხვა სიმსივნეების მე–4 სტადია) საგრძნობლად გააუმჯობესა პაციენტების სიცოცხლის ხარისხი და  ზოგადი მდგომარეობა, შეუმცირდათ, ზოგიერთ მათგან კი საერთოდ მოეხსნათ ნერკოტიკული საშუალებები, მოემატათ მადა და ენერგია, მოეხსნათ დეპრესიული ფონი, რამდენიმე პაციენტში დაფიქსირდა მეტასტაზური სიმსივნის რეგრესია. ბატონმა მემედიმ ხაზგასმით აღნიშნა „კამელინის“ მაღალი ეფექტი ონკოპაციენტებში. კლინიკური კვლევები ბათუმის ონკოკლინიკაში დრესაც გრძელდება. ახლახანს  კომპანიამ მიიღო პიატიგორსკიდან აკადემიკოს ვიაჩესლავ მაკაევის მადლობის წერილი თანდართული დიაგნოსტიკური კვლვებით, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ განიკურნა იგი „კამელინის“ (ინექციის და კაფსულების) გამოყენებით ხორხის სიმსივნისგან. საბედნიეროდ ასეთი პაციენტი ბევრია. 
 - ბატონო კობა საქართველოში არცერთ პრეპარატს არ  გაუვლია ისეთი დონის სამეცნიერო–კლინიკური კვლევები, როგორიც „კამელინს“ ხვდა წილად. 
 - კომპანიის წინსვლას დაემატა ისიც, რომ გამომცემლობა “World Scientifik”-ის მიერ გამოცემულ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო წიგნში დაბეჭდილია ესპანეთის სიმპოზიუმზე წარმოდგენილი სტატია  „კამელინზე“ სათაურით – “Evalution of in vitro and in vivo antibacterial and antifungal  activity of “Camelin-M”. ახლახანს კი ქართული  სამეცნიერო პრაქტიკული ჟურნალის „ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა“  იანვრის ნომერი  მხოლოდ  პრეპარატ „კამელინს“ დაეთმო. ეს მასალები დაეხმარება სტუდენტებს, მკვლევარებს, მეცნიერებს, ექიმებს, რომლებიც დაინტერესდებიან პრეპარატ „კამელინით“. 
 - და ბოლოს, ვისაუბროთ „ კამელინის“ გამოყენებაზე პროფილაქტიკური მიზნით.
პრეპარატ „კამელინის“ ავტორმა ბატონ ძაგული მაღლაკელიძემ  პრეპარატის სამკურნალო თვისებების შესწავლის პარალელურად მნიშვნელოვანი შრომა გასწია მისი პროფილაქტიკური გამოყენების მიზნითაც. კვლევაში ჩართული ექიმები თავად იღებდნენ  „კამელინს“. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არცერთი მათგანი არ გარდაცვლილა მძიმე სენით. ხანგრძლივი იმუნოდეფიციტი ორგანიზმში ზრდის მრავალი დაავადების რისკს, აქედან გამომდინარე კი იმუნომოდულატორის ჩართვა პროფილაქტიკური მიზნით თავიდან აგვაცილებს ამის საფრთხეს. საქართველოში „კამელინის“ იმუნომამოდულირებელი თვისება კლინიკური კვლევების საფუძველზე (დამწვრობით გამოწვეული პათოლოგიების და სტომატოლოგიური დაავადების დროს) შეისწავლა თსსუ–ს სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის იმუნორეაბილიტაციის განყოფილების გამგემ, პროფესორმა ბორის კორსანტიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა კამელინოთერაპიის მაღალი თერაპიული ეფექტი და უპირატესობა სხვა ტრაციულ მკურნალობასთან მიმართებაში. აღნიშნული კვლევებით კიდევ ერთხელ დადასტურდა პრეპარატის უძლიერესი იმუნომამოდულირებელი ეფექტი. ქართული  წარმოების 5 ფორმის პრეპარატი  „კამელინ მ1“– ინექცია, „კამელინ მ2“– კაფსულა, „კამელინ მ3–მალამო,  „კამელინ მ 4“ – სანთლები და  „კამელინფლუ“   გამოიყენება – სიმსივნური დაავადებების,  ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების,   გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, სახსრების დეგენერაციულ–დისტროფიული დაავადებების  და სხვა დაავადებების  დროს. 

მოამზადა მაია ცომაიამ
„კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და კონსულტაცია უფასოა, დარეკეთ:
2-98-57-78; 2-93-20-87;  2-98-62-25 (ofisi); 2-45-33-68; 2-22-26-68; 2-75-04-08; 599 33 10 89; 599 58 09 07; 577 73 56 51; 599 23 03 33; 
Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal