თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში დღეს მცრეწლოვანებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება.უფასო გამოკვლევები საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ბაზაში არსებული მრავალშვილიანი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მარჩენალდაკარგული ოჯახების მცირეწლოვანი წევრებისთვისაა გათვალისწინებული.გამოკვლევებს პედიატრები,

სტომატოლოგები, ოფთალმოლოგები, ნევროპათოლოგები, ქირურგები, ოტო-რინო-ლარინგოლოგები და სხვა სპეციალისტები ჩაატარებენ.ღონისძიებას თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და საერთაშორისო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე დაესწრება.

Share to Google Plus
Share to Odnoklassniki
Share to MyWorld
Share to Yandex
Share to LiveJournal